სხვა

15:53 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: “ქართული ოლიმპიზმი საიმედო ხელშია”!

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს წერილი გამოუგზავნა.

სეოკ-ისს პრეზიდენტს, ბატონ ლერი ხაბელოვს

პატივცემულო პრეზიდენტო,

მსურს დიდი მადლობა მოგახსენოთ იმ გულთბილი მასპინძლობისთვის, რაც პირადად მე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციას გაგვიწიეთ თბილისში ვიზიტის პერიოდში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს და იმ შესანიშნავ საიუბილეო საღამოს, რომელიც თქვენი ეოკ-ის დაარსების 25 წლისთავთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულმა ღონისძიებამ მართლაც ამაღლებული და სასიამოვნო განწყობა შეუქმნა ყველას.

ჩემთვის დიდი პატივი იყო ქართველ ოლიმპიელების პირადად გაცნობა, როგორ გალა-მიღებაზე, ასევე სეოკ-ის შტაბ-ბინაში. კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ საქართველოში ოლიმპიური მოძრაობა ასეთ საიმედო ხელშია. დარწმუნებული იყავით, რომ სოკ-ი ქართველი სპორტსმენებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პროგრამების მხარდასაჭერად კვლავ თქვენს სამსახურშია.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ თქვენი ერთგულებისა და თანადგომისთვის, რასაკვირველია საუცხოო მასპინძლობისთვისაც.

პატივისცემით, თომას ბახი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126765