ფეხბურთი

13:41 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიას დააჯილდოვებენ

კვიპროსის მეორე დივიზიონის კლუბ “ენადის” წარმოამდგენლები საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და ფამაგუსტას “ანორთოსისის” ყოფილ პრეზიდენტ ახილეს ნიკოლაუს დააჯილდოვებენ.

ოთხშაბათს, “ენადსა” და “ანორთოსისს” შორის სათასო მატჩის დაწყებამდე 15 წუთი ადრე, მათ საპატიო სიგელებს გადასცემენ. ორივე მათგანს კვიპროსული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126523