ფეხბურთი

2:15 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სასუოლოს” სამი ქულა

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დი ფრანჩესკოს “სასუოლომ.”ლევან მჭედლიძის “ემპოლმა” პირველი ტაიმი მოიგო, თუმცა მასპინძლებმა მეორე ნახევარში თამაშის სურათი მკვეთრად შეცვალეს.

გამოცდილი ფლოკარი, ახალგარზდა ბერარდი და ასევე მისიროლი რეჯო ემილიელებს მნიშვნელოვანი ქულების მოპოვებაში დაეხმარნენ.

“ემპოლისა” და “სასუოლოს” 7-7 ქულა დაუგროვდათ. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი მატჩი. სერია ა-ს გასავრდ ზონას “სასუოლომ” თავი დააღწია და მათი თამაშიდან გამომდინარე სერია ბ-ში გავარდნის საფრთხე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბერარდიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, როცა ანგარიში 1:1 იყო.

“ემპოლის” მოგებათა აქტივში მხოლოდ ერთი მატჩია, “პალერმოსთან” გამარჯვების შემდეგ მჭედლიძისა და შეყილაძის გუნდს არ მოუგია. “სასუოლომ” ორი მატჩი მოიგო, ლიდერ “იუვენტუს” ფრედ ეთამაშა და ეს ფაქტორიც განსაზღვრავს დი ფრანჩეკოს გუნდის წარმატებას.

შეყილაძე ვახსენეთ, ირაკლი კარგა ხანია განცხადშიც ვერ ხვდება, ხოლო ლევან მჭედლიძე ტრავმის მოშუშების შემდეგ ცვლილებაზე გამოჩნდება ხოლმე. “ემპოლის” ფორვარდთაგან, რომელთაც მოედანზე გასვლის საშუალება მიეცათ, მხოლოდ ურუგვაელ აგირესა და ლევან მჭედლიძეს არ გაუტანია გოლი.

“სასუოლო” – “ემპოლი” 3:1 (0:1)

რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლორე”

სასუოლო: კონსილი, პელუზო, აკერბი, ტერანოვა, გაზოლა, მისიროლი, მანანელი, ტეიდერი, სანსონე (ბრიგი 89), ფლოკარი (პავოლეტი 79 ), ბერარდი (ბიონდინი 81 )

მთავარი მწვრთნელი: დი ფრანჩესკო

ემპოლი: ბასი, ჰისაი, ტონელი, რუგანი, რუი, ვეცინო, ვალდიფიორი, კროკე (ტავანო 80 ), ზელინსკი (სინორელი 69 ), მაკარონე (მჭედლიძე 66 ), პუკარელი

მთავარი მწვრთნელი: სარი

გოლები: 0:1 კროკე (18), 1:1 მისიროლი (56), 2:1 ფლოკარი (61), 3:1 ბერარდი (73)

მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო

გაფრთხილება: ვეცინო (19), მაკარონე (27), ტეიდერი (44), ტონელი (75), აკერბი (89)

59-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა ბერარდიმ.

თეგებისერია ა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112412