ჭადრაკი

22:45 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შეჯიბრი საჭადრაკო კომპოზიციაში

ბათუმში გაიმართა ევროპის თასი საჭადრაკო კომპოზიციების ამოხსნაში 10 და 14 წლის მოჭადრაკეთა შორის, რომელშიც 11 ქვეყნის 64 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

10 წლის მოჭადრაკეებში საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ კაჭარავამ აჩვენა. მეორე ადგილზე ანდრეი ცვეტოვი (რუსეთი) გავიდა, მესამეზე კი – თეიმურაზ კვიკვინია.

გოგონათა შორის ყველას ლილე გუმბერიძემ აჯობა.

14 წლის მოჭადრაკეებში პირველ ადგილზე ირაკლი ახვლედიანი გავიდა, მეორეზე – ბოჟან მაქსიმოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), მესამეზე კი – კევინ კოლოლი (გერმანია).

გოგონებში საუკეთესო გახლდათ მასა მაქსიმოვიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა).

შეჯიბრების მთავარი მსაჯი საჭადრაკო კომპოზიციაში საერთაშორისო არბიტრი დავით გურგენიძე იყო.

0.115317