ისტორია

9:54 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

28 ოქტომბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1933- დაიბადა გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ოთხი გატანილი გოლით ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. 1966 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 60 შეხვედრა, გაიტანა 12 გოლი. იმ შეხვედრებში, რომლებშიც გარინჩამ იასპარეზა, ბრაზილიის ნაკრებმა 52 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “პაუ გრანდეში” (1947-53), რიო დე ჟანეიროს “ბოტაფოგოში” (1953-65), სან პაულოს “კორინთიანსში” (1966), “პორტუგეზაში” (1967), კოლუმბიის “ატლეტიკოში” (1968), რიო დე ჟანეიროს “ფლამენგოში” (1968-69) და “ოლარიაში” (1972). “ბოტაფოგოში” ჩაატარა 581 მატჩი, გაიტანა 232 გოლი. ამ კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1953 წლის 19 ივლისს და პირველსავე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გარინჩა კარიოკას შტატის სამგზის ჩემპიონია (1957, 1961, 1962). გარინჩა 1983 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1882- ამერიკის ათლეტთა ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არსებობის პირველსავე წელს ორგანიზაციის ფინანსურმა მოგებამ 22 ათასი დოლარი შეადგინა.

1900- ხუთთვიანი ასპარეზობების შემდეგ პარიზში თანამედროვეობის მეორე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 19 ქვეყნის 1078 ათლეტმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე საფრანგეთის ნაკრები გავიდა (26 ოქრო, 37 ვერცხლი, 32 ბრინჯაო). მეორე საფეხურზე აშშ-ის სპორტსმენები აღმოჩნდნენ (18, 14, 15), ხოლო მესამე პოზიცია დიდი ბრიტანეთის წარგზავნილებმა დაიკავეს (16, 6, 8).

1924- ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარებულ საჩვენებელ მატჩს ბეისბოლში 19 მაყურებელი დაესწრო. “უაით სოქზმა” “ნიუ იორკ ჯაიანთს” 8:4 მოუგო.

1951- თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ვროცლავის “უნიასთან” 1:1 ითამაშა. შეხვედრა ვარშავაში ჩატარდა, ქართველთაგან კი გოლი გიორგი ანთაძემ გაიტანა. “დინამო”: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჭკუასელი, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, მესხი.

1958- თბილისის “დინამომ” ირანული ტურნეს მსვლელობისას თეირანში, ადგილობრივ “შაჰინს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები თენგიზ მელაშვილმა და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. “დინამო”: ს. კოტრიკაძე, ჩოხელი, სიჭინავა, ხოჭოლავა, ა. კოტრიკაძე, იამანიძე, დალაქიანი, ბარქაია, მელაშვილი, ღოღობერიძე, მესხი.

1970- ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “კლივლენლ კავალიერზმა” პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და “სან დიეგოსთან” 99:110 წააგო.

1973- “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მოთამაშე ელმორ სმიტმა ერთ მატჩში 17 ბლოკ-შოტი განახორციელა, რითიც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი დაამყარა.

1975- ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ჰიუსტონ როკითსის” კალათბურთელმა კელვინ მერფიმ ზედიზედ 58-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1978- ამერიკელმა სტაიერმა დონ რიჩიმ 100 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6:10.20).

1984- ნიუ იორკის ქალთა მეთოთხმეტე მარათონული გარბენი გრეტა ვაიცმა მოიგო (2:29.30).

1984- ნიუ იორკის მამაკაცთა მეთხუთმეტე მარათონული გარბენი ორლანდო პიცოლატომ მოიგო (2:14.53).

2006- მორაგბეთა მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ციკლის მატჩში, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრებს სძლია (37:23). საქართველოს ნაკრებს მალხაზ ჭეიშვილი წვრთნიდა.

2006- ბელგრადში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ეროვნულ გუნდს შოთა ხაბარელი წვრთნიდა.

2008- ინდოელმა დიდოსტატმა ვიშვანათან ანანდმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში რუსი დიდოსტატი ვლადიმირ კრამნიკი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2009- ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარა, რომ 1997 წელს აკრძალულ პრეპარატს მეტამფეტამინს მოიხმარდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1926- ბოუი კიუნი. ბეისბოლის ამერიკული ლიგის (MLB) ყოფილი კომისარი (1969-84).

1930- ბერნი ეკლსტოუნი. ფორმულა1-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფორმულა1-ის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) ვიცე-პრეზიდენტი.

1933- გარინჩა (მანუელ ფრანსისკო დოს სანტოსი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 1958 და 1962 წლების მსოფლიოს ჩემპიონი. 1962- წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ოთხი გატანილი გოლით ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი. 1966 წლის მუნდიალის მონაწილე. ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 60 შეხვედრა, გაიტანა 12 გოლი. იმ შეხვედრებში, რომლებშიც გარინჩამ იასპარეზა, ბრაზილიის ნაკრებმა 52 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი წააგო. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “პაუ გრანდეში” (1947-53), რიო დე ჟანეიროს “ბოტაფოგოში” (1953-65), სან პაულოს “კორინთიანსში” (1966), “პორტუგეზაში” (1967), კოლუმბიის “ატლეტიკოში” (1968), რიო დე ჟანეიროს “ფლამენგოში” (1968-69) და “ოლარიაში” (1972). “ბოტაფოგოში” ჩაატარა 581 მატჩი, გაიტანა 232 გოლი. ამ კლუბის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1953 წლის 19 ივლისს და პირველსავე მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა. გარინჩა კარიოკას შტატის სამგზის ჩემპიონია (1957, 1961, 1962). გარინჩა 1983 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა.

1937- ლენი უილკენსი. ამერიკელი მოთამაშე და მწვრთნელი, რომელიც საკალათბურთო “დიდების დარბაზში” შეყვანილია, როგორც კალათბურთელი და დამრიგებელი. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაატარა 15 სეზონი. 9-ჯერ მიიწვიეს NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში, 1971 წელს კი ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. შეყვანილია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის უძლიერეს 50 მოთამაშეს შორის. თამაშობდა “სიეტლ სუპერსონიკსა” და “კლივლენდ კავალიერზში”.

1937- მიხაილ მუსტიგინი. მინსკის “დინამოს” 60-იანი წლების კაპიტანი და ცენტრფორვარდი. საბჭოთა კავშირის პირველობის პრიზიორი.

1942- კიის ვერვერკი. ჰოლანდიელი მოციგურავე. 1968 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1967 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1964- პოლ უილი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. 1988 წლის ზამთრის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1980- ალან სმიტი. ინგლისის საფეხბურთო ნაკრების, “ლიდსის” (1998-2004), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2004-07), “ნიუკასლის” (2007 წლიდან) ფორვარდი. 2007 წელს გახდა ინგლისის ჩემპიონი. 2006 წელს დაეუფლა ინგლისის ლიგის თასს. იმავე წელს პრემიერლიგაში მეორე ადგილზე გავიდა. 2005 და 2007 წლებში იასპარეზა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალში. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2008- 89 წლის ასაკში გარდაიცვალა რედ აუერბახი. ლეგენდარული ამერიკელი საკალათბურთო მწვრთნელი. 1959-66 წლებში წვრთნიდა “ბოსტონ სელტიკსს” და გუნდი ზედიზედ შვიდჯერ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახადა. სულ კი მისი ხელმძღვანელობით ბოსტონელები ჩემპიონები 9-ჯერ გახდნენ. სიცოცხლის ბოლომდე იყო “სელტიკსის” პრეზიდენტი.

0.114435