კალათბურთი

20:59 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბომბარდირთა დავაში აკაკი დვალიშვილი დაწინაურდა

24-ე ეროვნული საკალატბურთო ჩემპიონატის პირველი ტური “სოხუმი”-“რუსთავის” შეხვედრით დასრულდა, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ფავორიტად “რუსთავი” ითვლებოდა, რომელიც ზღვისპირელებთან შედარებით გამოცდილი კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ქვემოქართლელებს ის ფაქტი ანიჭებდა უპირატესობას, რომ ამ ცოტა ხნის წინ დუდუ დადიანის მემორიალი მეექვსედ მოიგეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა “რუსთავის” უპირატესობით დაიწყო. მთელი შეხვედრის განმავლობაში ქვემოქართლელები ლიდერობდნენ, რომლებმაც 84:68 შეძლეს მეტოქის დამარცხება და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო “რუსთავის” ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 30 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შედეგი დვალიშვილმა 29 წუთსა და 55 წამში გააკეთა.

ამ შეხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, 30 ქულა საუკეთესო გამოდგა პირველ ტურში ნაჩვენები შედეგებიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე, ბომბარდირთა დავაში დვალიშვილი დაწინაურდა.

“სოხუმის” შემადგენლობაში 17 ქულით საუკეთესო შედეგი გუნდის ბომბარდირმა ირაკლი ჩლაიძემ აჩვენა.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

მიხეილ ბერუაშვილი (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს კალათბურთელებს ამ გამარჯვებას. ამ სეზონში, დუდუ დადიანის მემორიალის ჩათვლით, “რუსთავმა” მესამე შეხვედრა ჩაატარა. თამაშში გვაქვს როგორც პლიუსები, ასევე მინუსები. ვეცდებით მომავალ შეხვედრებში ხარვეზები აღმოვფხვრათ და კიდევ უფრო კარგი შედეგები ვაჩვენოთ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მეტოქეს, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ შეხვედრებში “სოხუმი” კიდევ უფრო მოუმატებს და გულშემატკივრებისთვის სასურველ შედეგს აჩვენებს”.

ვაჟა კვარაცხელია (“სოხუმის” მთავარი მწვრთნელი): “თავიდანვე ფავორიტად მეტოქე ითვლებოდა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. გულშემატკივრებს შევახსენებ, რომ 2013-14 წლების სეზონი გუნდმა თითქმის უხელფასოდ ითამაშა. ახლა სპონსორი გამოგვიჩნდა და გუნდში სასიკეთო ძვრები შეინიშნება. გპირდებით, რომ 24-ე ეროვნული ჩემპიონატი პირველი წრის შემდეგ ბევრად უფრო კარგ შედეგს აჩვენებს”.

გთავაზობთ შეხვედრათა ტექნიკურ შედეგებს

“მგზავრები-არმია” – “შსს აკადემია” 71:82

“დინამო” – “ბათუმი-რსუ” 68:62

“ოლიმპი” – “ქუთაისი-2010” 73:84

“სოხუმი” – “რუსთავი” 68:84

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.305847