ფეხბურთი

20:22 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდის” პირველი გამარჯვება

მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში “ზუგდიდს” ჯერ გამარჯვება არ ქონია და პირველი სამი ქულის მოპოვებას, სტუმრად ლიდერთა შორის მყოფ “სამტრედიასთან” ალბათ თავად ზუგდიდელებიც არ ფიქრობდნენ, მაგრამ სტუმრების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ დღეს თავიან თავს აჯობეს და ნანატრი გამარჯვების მოპოვება შესძლეს.

პირველი ტაიმი უფერული გამოდგა, “ზუგდიდმა” თავიდანვე აირჩია მეორე ნომრად თამაში, სტუმრები დაცვიდან ცდილობდნენ კონტრიერიშზე გადასვლას, რამაც საბოლოოდ გაამართლა კიდეც. რაც შეეხებათ სამტრედიელებს, მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი შემადგენლობით გამოვიდნენ მოედანზე მასპინძლები, მათ შეტევებს სიმწვავე და სიზუსტე აკლდა.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლების უპირატესობით დაიწყო და პირველი მომენტიც თავადვე შექმნეს, გორგიაშვილის პასის შემდეგ, გამოცდილმა გრიგოლ დოლიძემ გაუკეთა მოჭრილი გადაცემა პაჭკორიას, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მე-7 წუთზე ასევე არაზუსტი იყო დათა ქირიას დარტყმა შორი მანძილიდან ბეგაშვილის კარის მიმართულებით. ამ მომენტიდან 5 წუთიც არ იყო გასული, როცა კვირკველიას პასით გეწაძეს შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, თუმცა ამ ეპიზოდში მეკარე თევდორაძემ ითამაშა ჩინებულად და კუთხურზე მოიგერია ბურთი.

მე-19 წუთზე ისევ მასპინძლებს ჰქონდათ კარგი შანსი, ფლანგზე ბაკურაძემ ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა თანაგუნდელებმა ვერ მოასწრეს გამოხმაურება, დასწრებაზე კარგად ითამაშეს “ზუგდიდელმა” მცველებმა.

პირველი ტაიმი უინტერესოდ, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა - 0-0.

მეორე ტაიმში “სამტრედია” შედარებით უფრო მობილიზებული გამოვიდა, 51-ე წუთზე გეწაძის შორეული დარტყმა უხერხულად მოიგერია თევდორაძემ და დამატებაზე გაბედავა ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ კიპერმა თვითონვე შესძლო სიტუაციის განმუხტვა და მეორე ცდაზე დაეუფლა ბურთს.

53-ე წუთზე კი ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა _ “არ გაიტან გაგიტანენ”, ერთადერთი რეალური შანსი მიეცათ სტუმრებს და ჩინებულად გამოიყენეს. ფლანგზე ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს ლევან წურწუმიასთან ორთაბრძოლაში შეცდნენ სამტრედიელი მცველები, წურწუმია საჯარიმოში შევიდა და მარჯვენა დაბალ კუთხეში აუღებელი დაურტყა ბეგაშვილს 0:1. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო ლევან წურწუმია გახლდათ, რომელმაც გოლთან ერთად საკმაოდ ბევრი იშრომა და ლომის წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის წარმატებაში.

გაშვებული გოლის შემდეგ სანაიამ ცვლილებებს მიმართა, მასპინძელთა მწვრთნელმა გეწაძის ნაცვლად უცხოელი ლეგიონერი რამოს დოსანტოსი შეიყვანა, გორგიაშვილი კი ილია კერძევაძემ შეცვალა.

65-ე წუთზე დოლიძის პასით გაბედავა ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, თუმცა მასპინძელთა 89-ე ნომერს მიზანმა უმტყუნა, არადა სულ მცირედით აცდა ბურთი კარს.

რაც უფრო მცირე დრო რჩებოდა შეხვედრის დამთავრებამდე, მით უფრო უმატებდა “სამტრედია” შეტევებს და საკუთარი კარის დაცვაზე ნაკლებად ფიქრობდნენ მასპინძლები, სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიშის დროს კვარაცხელიას შეეძლო ანგარიში უფრო სოლიდური გაეხადა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა სტუმართა ფორვარდს.

84-ე წუთზე მცირედი არეულობა შეიქმნა ზუგდიდელთა საჯარიმოში და თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ ჯერ მეკარე თევდორაძემ, შემდეგ კი მცველებმა ითამაშეს უშეცდომოდ.

მატჩის მთავარმა არბიტრმა დოგრაშვილმა 5 წუთი დაამატა ძირითად დროს და სამართლიანადაც, რადგან ხშირი იყო მცირე პაუზები მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, “ზუგდიდის” დაცვის ხაზმა და კიპერმა უშეცდომოდ ითამაშეს და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწიეს.

“სამტრედია” – “ზუგდიდი” 0:1 (0:0)

სამტრედია. “ე. მანჯგალაძე”. 25 ოქტომბერი. 15:00

“სამტრედია”: ბეგაშვილი, კაკუბავა, პაჭკორია, კვირკველია, ბაკურაძე, ბეჭვაია, გორგიაშვილი (ი.კერძევაძე 55), დათუნაიშვილი (ქანთარია 77), დოლიძე, გეწაძე (რამოსი 60), გაბედავა.

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაიაE

“ზუგდიდი”: თევდორაძე, რიგვავა, ღონღაძე, მირცხულავა, ჯავაშვილი, ტყემალაძე, ქირია, გვაზავა (კუკავა 81), წურწუმია (აკობია 86), ეხვაია (ფარჯიკია 89), კვარაცხელია.

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლი: წურწუმია (53)

გაფრთხილება: მირცხულავა (15), ჯავაშვილი (29), თევდორაძე (31), წურწუმია (63), დათუნაიშვილი (74), პაჭკორია (84)

მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი

24 ოქტომბერი

სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)

25 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)

შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0, მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე

მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 დაჩი ცნობილაძე (16)

გაძევება: ლუკა გუგუჩია (52)

1.

დინამო თბილისი

10

7

2

1

21:7

23

2.

სამტრედია

10

5

2

3

11:8

17

3.

სპარტაკი

10

5

2

3

10:14

17

4.

მეტალურგი

10

4

4

2

12:9

16

5.

დილა

9

4

3

2

14:6

15

6.

ტორპედო

9

3

5

1

10:7

14

7.

გურია

10

3

5

2

10:15

14

8.

ჩიხურა

9

4

1

4

10:10

13

9.

დინამო ბათუმი

10

4

1

5

10:11

13

10.

ვიტ ჯორჯია

10

3

2

5

9:9

11

11.

მერანი

9

3

2

4

8:8

11

12.

ზესტაფონი

9

2

4

3

18:13

10

13.

კოლხეთი

10

2

3

5

9:14

9

14.

სიონი

10

2

3

5

9:15

9

15.

შუქურა

9

1

5

3

7:14

8

16.

ზუგდიდი

10

1

4

5

5:13

7

26 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი ქიმაძე (ჩიხურა); მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)

მსაჯები: ლ. სილაგავა, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: აკაკი წყაროზია, დავით ბოლქვაძე (მერანი)

მსაჯები: გ, კიკაჩეიშვილი, ი. უკლება კ. სადილიანი, ზვ, ტუღუში (სათადარიგო)

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113553