კალათბურთი

18:54 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათურებმა “ოლიმპი” გამოცდილების ხარჯზე დაამარცხეს

სუპერლიგის პირველი ტურის მე-3 შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის ვიცეჩემპიონი “ქუთაისი-2010” და ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. როგორც შემადგენლობიდან ასევე გამოცდილებიდან გამომდინარე, ფავორიტად ქუთათურები ითვლებოდნენ. პრობლემების საპირისპიროდ, აღნიშნული შეხვედრა “ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველ მეოთხედში მეტოქე 20:15 დაამარცხა. მეორე ტაიმის შემდეგ, ძირითადად გამოცდილებისა და გამძლეობის ხარჯზე “ქუთაისი-2010”-მა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მეტოქე 84:73 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები “ქუთაისი-2010”-ის ცენტრალური ფორვარდები ბექა ბექაური და ავთანდილ ლომინაშვილი იყვნენ, რომლებმაც 20-20 ქულა მიითვალეს. ლომინაშვილმა აღნიშნულ ქულებს 11 მოხსნა შემატა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 17 ქულა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ლობჟანიძემ მიითვალა.

მატჩის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია

მედეა მხეიძე (“ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელის მალხაზ კოხრეიძის თანაშემწე): “ვულოცავ ჩემს გუნდს ამ წარმატებას. ჩვენგან ყველა, როგორც გულშემატკივრები ისე სპეციალისტები, ყოველთვის კარგ თამაშს ელიან. მართალია მეტოქე ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო, მაგრამ შეხვედრის დასაწყისში მაინც სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. მეორე ტაიმში გუნდმა შეძლო თამაშის დალაგება, თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ მეტოქეს და შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ”.

გია კაზანჯიანი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): “ ვულოცავ მეტოქეს ამ წარმატებას, რომელმაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. გუნდი ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, აღმაფრენით თამაშობენ, მაგრამ ცოტა გამოცდილება აკლიათ. ვეცდებით, დღევანდელი წაგება დღესვე დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრისათვის უფრო კარგი თამაშისა და მოგებისათვის მოვემზადოთ”.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთამენთს “რუსთავი” და “სოხუმი” ხვდებიან.

ოლიმპი 73 - 84 ქუთაისი

ოლიმპი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
0 გიორგი გუგეშაშვილი 00:49 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0
1 ლერი კვანტალიანი 20:25 3 6 50 1 1 100 2 2 100 2 6 8 1 0 2 0 0 11
3 საბა ლობჟანიძე * 33:22 3 4 75 3 10 30 2 2 100 2 3 5 5 2 2 4 0 17
4 ნუგზარ აბულაძე * 32:08 3 6 50 2 2 100 2 2 100 1 4 5 6 1 6 2 0 14
9 ნოდარ გოგოძე 21:38 2 4 50 2 9 22.2 2 2 100 1 3 4 2 3 3 1 0 12
10 ზურაბ მაჩალაძე * 11:57 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 3 4 0 5 3 1 0 0
11 ირაკლი ალხანაიძე * 23:26 3 10 30 0 0 0 2 3 66.7 2 2 4 1 4 2 3 3 8
12 მერაბ მირზიაშვილი * 17:49 1 5 20 0 0 0 1 2 50 0 1 1 0 3 0 0 1 3
15 ბექა ქარცივაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
22 არჩილ პულუზაშვილი 01:47 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
34 ზვიად ანთაძე 24:26 0 2 0 2 7 28.6 0 0 0 1 3 4 3 1 1 1 0 6
6 გეგი ბაქრაძე 12:13 1 2 50 0 0 0 0 0 0 0 3 3 0 5 1 2 2 2
გიორგი გუგეშაშვილი 2 2 4 0 0 0 1 0 0
16 39 41.03 10 29 34.48 11 13 84.62 12 30 42 18 24 22 14 6 73

ქუთაისი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ზაურ ფაშაევი * 27:05 2 5 40 1 4 25 0 0 0 0 5 5 5 3 2 2 0 7
6 ლევან გრძელიძე 25:53 1 4 25 1 3 33.3 3 4 75 1 4 5 6 2 5 5 0 8
7 ვახტანგ ქადარია 08:36 0 3 0 0 0 0 1 4 25 0 0 0 1 1 0 0 0 1
9 ბუბა კვიმსაძე * 14:42 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 4 1 1 1 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 18:40 2 3 66.7 1 1 100 2 2 100 2 3 5 0 0 0 1 2 9
13 დავით ბარბაქაძე * 06:58 0 1 0 0 1 0 0 0 0 0 1 1 0 0 1 0 1 0
14 ავთანდილ ლომინაშვილი * 21:39 10 16 62.5 0 0 0 0 1 0 3 8 11 3 3 3 0 1 20
15 გიორგი ბარბაქაძე * 21:07 2 6 33.3 2 2 100 0 1 0 2 0 2 4 2 2 2 0 10
24 ანატოლი ბოისა 24:41 1 5 20 2 6 33.3 1 2 50 2 3 5 0 1 1 1 0 9
33 ბექა ბექაური 30:39 7 10 70 1 2 50 3 5 60 5 2 7 0 2 3 2 2 20
34 რატი ნუცუბიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 4 6 0 0 0 1 0 0
25 54 46.30 8 19 42.11 10 19 52.63 17 30 47 23 15 19 14 6 84
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.248527