ფეხბურთი

17:50 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კილასონიასთვის გაუგებარი დისკვალიფიკაცია

ბელგიიდან მწვრთნელთა სემინარიდან დაბრუნებული ვარლამ კილასონია “მეტალურგს” ე.წ. ტექნიკური ზონიდან ვერ ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ამის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის მიერ მისჯილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაა, ვითომდა ქობულეთის “შუქურასთან” მატჩის მერე მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. კილასონიამ აღნიშნა, რომ თამაშის მერე მსაჯებთან შეხება საერთოდ არ ჰქონია, ვინაიდან “მეტალურგის” სამი ფეხბურთელი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი და მათ სანახავად წავიდა.

მატჩი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ ალექსანდრე ქორჩილავამ მარცხნიდან ჩააწოდა და ნევუჩეს თავური მიზანს ასცდა. მასპინძლებმა საგოლე პასუხი ფოთელებს რამდენიმე წუთში გასცეს. მარჯვენა ფრთიდან გიორგი ალავერდაშვილმა კუთხური ჩააწოდა, დაჩი ცნობილაძის მიერ მკერდით დარტყმული ბურთი ფოთელ ფეხბურთელს ფეხებს შორის გაუძვრა და კარში ისე აღმოჩნდა.

გატანილი გოლიდან 10 წუთში ცნობილაძემ საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და კოტე სეფიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, საჯარიმოს შესრულების მერე, თემურ ფარულავამ თავით მეტოქის კარი აიღო, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა გოლის გამტანზე თამაშგარე დააფიქსირა.

ტაიმის მიწურულს კახელიშვილმა კუთხური მარჯვნიდან შეასრულა და გიორგი ქავთარაძემ თავით ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ შალვა ექვთიმიშვილს მეტოქის მეკარესთან პირისპირ ალავერდაშვილი გაჰყავდა, რომელსაც წინ გამოსულმა სეფიაშვილმა დაასწრო და ბურთს დაეუფლა. მალე, გუგუჩიამ, რომელიც პირველ ტაიმში მეტოქე ფეხბურთელთან კამათისთვის გააფრთხილეს, უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ფოთელები კაცნაკლულნი დარჩნენ.

74-ე წუთზე, ლაშა მჭედლიშვილმა თავის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი თამაზ ჟიშკარიანი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ომარ გოგონაიამ შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

გაცუდებული პენალტიდან ცოტა ხანში, ფოთელებმა კინაღამ საკუთარ კარში მიიღეს გოლი, როდესაც ვარლამ კილასონიამ საჯარიმო შეასრულა და ბურთი გვერდითმა ძელმა “მოიგერია”. ამის შემდეგ უკვე “ჯარიმა” სახიფათოდ გიორგი კილასონიამ დაარტყა და სეფიაშვილმა ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

ძირითადი დროის დასრულებამდე ბევრი არ რჩებოდა, რომ დავით გელაშვილის პასის მერე გიორგი კილასონიამ ბურთიანად დაახლოებით 40 მეტრი ირბინა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა – სეფიაშვილმა საიმედოდ ითამაშა.

რუსთაველთა კიდევ ერთი შეტევის დროს, სეფიაშვილმა ქავთარაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია და კახა კაკაშვილმაც თავით არაზუსტად დაარტყა, “მეტალურგს” ტემპი არ შეუნელებია და ოთარ კიტეიშვილმა სტუმართა მეკარესთან პირისპირ დავით გელაშვილი გაიყვანა, რომელმაც ბურთი ხარიხას მოახვედრა.

ძირითადი დროის ბოლოს წუთზე, რუსთაველებმა კუთხური მოაწოდეს, ფოთელებმა ბურთი უხეიროდ მოიგერიეს და ქავთარაძის “მაკრატელაც” უზუსტო აღმოჩნდა.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში გელაშვილს თავის გამოჩენის შანსი კვლავ ჰქონდა და ამჯერად, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს სეფიაშვილი გადაეფარა.

მეტალურგი (რუსთავი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (1:0)

25 ოქტომბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), ალავერდაშვილი (კიტეიშვილი, 52), ნარიმანიძე, ქავთარაძე, ცნობილაძე, ექვთიმიშვილი (გიორგი კილასონია ვარლამის ძე), ხუჭუა, სიხარულიძე (დავით გელაშვილი, 67), ვარლამ გიორგის ძე კილასონია, კაკაშვილი, ლაშა მჭედლიშვილი.

მთავარი მწვრთნელის ასისტენტი: ზაზა გურიელიძე.

კოლხეთი: სეფიაშვილი, გიორგი კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, ლემონჯავა (ნიკა სიჭინავა, 69) გოგონაია (კ), დათა სიჭინავა, გუგუჩია, თევზაძე (ჟიშკარიანი, 46), ქორჩილავა (სარსანია, 82), ნევუჩე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი.

გოლები: 1:0 ცნობილაძე (16)

75-ე წუთზე გოგონაიამ პენალტი ვერ გამოიყენა.

გაფრთხილებები: ალავერდაშვილი (36), ექვთიმიშვილი (44), ქავთარაძე (45), გუგუჩია (45), გუგუჩია (53), სიჭინავა (60), ცნობილაძე (62), ნევუჩე (85), გიორგი კილასონია (90+1)

გაძევება: გუგუჩია (53)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი.

24 ოქტომბერი

სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:0

დინამო (თბილისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 6:1 (3:1)

გოლები: 1:0 გიორგი პაპუნაშვილი(13), 1:1 მერაბ გიგაური (25), 2:1 ლაშა პარუნაშვილი (30), 3:1 ირაკლი ძარია (39), 4:1 გიორგი პაპუნაშვილი (54), 5:1 მათე ცინცაძე (75), 6:1 გიორგი პაპუნაშვილი (90)

25 ოქტომბერი

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (ბათუმი) 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კობა შალამბერიძე (33, პენალტით)

სამტრედია – ზუგდიდი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ლევან წურწუმია (56)

შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი) 0:0, მატჩი შეწყდა 50-ე წუთზე

1.

დინამო თბილისი

10

7

2

1

21:7

23

2.

სამტრედია

10

5

2

3

11:8

17

3.

სპარტაკი

10

5

2

3

10:14

17

4.

მეტალურგი

10

4

4

2

12:9

16

5.

დილა

9

4

3

2

14:6

15

6.

ტორპედო

9

3

5

1

10:7

14

7.

გურია

10

3

5

2

10:15

14

8.

ჩიხურა

9

4

1

4

10:10

13

9.

დინამო ბათუმი

10

4

1

5

10:11

13

10.

ვიტ ჯორჯია

10

3

2

5

9:9

11

11.

მერანი

9

3

2

4

8:8

11

12.

ზესტაფონი

9

2

4

3

18:13

10

13.

კოლხეთი

10

2

3

5

9:14

9

14.

სიონი

10

2

3

5

9:15

9

15.

შუქურა

9

1

5

3

7:14

8

16.

ზუგდიდი

10

1

4

5

5:13

7

26 ოქტომბერი

ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 15:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი ქიმაძე (ჩიხურა); მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)

მსაჯები: ლ. სილაგავა, გ. ელიკაშვილი, ს. სპიცინი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: აკაკი წყაროზია, დავით ბოლქვაძე (მერანი)

მსაჯები: გ, კიკაჩეიშვილი, ი. უკლება კ. სადილიანი, ზვ, ტუღუში (სათადარიგო)

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე, დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126443