ფეხბურთი

17:37 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალს გარაის შეძენა მოუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელ მთავარ მწვრთნელს ლუის ვან გაალს გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება სურს. როგორც “დეილი მირორი” გვამცნობს, ვან გაალის სასურველი ფეხბურთელი – ეზეკიელ გარაია.

იმავე “მირორის” ცნობით, ვან გაალს ოთხშაბათს ლევერკუზენში ფეხბურთელზე დასაკვირებლად სკაუტებიც ჰყავდა გაგზავნილი.

28 წლის გარაი ამჟამად სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ღირსებას იცავს, სადაც წელს გადაბარგდა, მანამდე კი სახელი ლისაბონის “ბენფიკაში” თამაშით გაითქვა.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122717