ფეხბურთი

16:19 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რემის ხუთი მატჩი გაუცდება

L'equipe-ს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი ლოიკ რემი "არისტოკრატებს" მომდევნო ხუთ მატჩში ვერ დაეხმარება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "მარიბორის" წინააღმდეგ, ცენტრალურმა თავდამსხმელმა ფეხის კუნთის ტრავმის გამო მიიღო და მე-16 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე დიდიე დროგბა გამოვიდა.

სარეაბილიტაციო პერიოდში ფრანგი პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის", "ლივერპულის" და "ქუინზ პარკ რეინჯერსის", ლიგის თასზე "შრიუსბერის", ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "მარიბორის" წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ლოიკ რემიმ ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

თეგებილოიკ რემი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122482