ჩოგბურთი

10:48 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთსლავს მოუგო, სამხრეთსლავს შეხვდება

დენის ისტომინთან სამსეტიანი ორთაბრძოლის შემდეგ როჯერ ფედერერმა ბაზელის ტურნირის მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შედარებით უფრო ადვილად, 2 სეტით 7:6, 6:2 მოუგო. ნახევარფინალში ფედერერი ხორვატ ივო კარლოვიჩს შეხვდება.

როჯერს დიმიტროვის დასამარცხებლად საათი და 20 წუთი დასჭირდა. ფედერერი ანგარიშზე 2 ბრეიკი და 10 ეისია. 33 წლის შვეიცარიელმა დიმიტროვთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:0 გახადა. მატჩის დასრულების შემდეგ ფედერერმა განაცხადა, მიმდინარე ტურნირზე საუკეთესო მატჩი სწორედ გრიგორის წინააღმდეგ თამაშისას ჩავატარეო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121708