ჩოგბურთი

10:36 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერის 600-ე მოგება

32 წლის დავიდ ფერერი ამჟამად თავის მშობლიურ ვალენსიაში გამოდის და ბრაზილიელი ტომას ბელუჩის ძლევის შემდეგ საჩოგბურთო კარიერაში 600-ე გამარჯვება მოიპოვა. დავიდი 22-ე მოთამაშე გახდა, რომელთაც ამ ზღვარს გადააბიჯეს.

მოქმედ ჩოგბურთელთაგან 600 და მეტი მატჩი მხოლოდ 4 სპორტსმენს მოუგია. როჯერ ფედერერმა 986-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები, რაფა ნადალმა 706-ჯერ იმარჯვა, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის აქტივში კი 611 მოგებაა.

0.116403