კალათბურთი

3:27 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის სასტარტო და 19 ქულა!

ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის მე-2 ლიგაში “ლეიმა ბასკეტ კორუნას” სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ჩინებული სტატისტიკაც ჰქონდა, თუმცა, მისი გუნდი “პენას უესკასთან” გასვლით მატჩში 73:83 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა 25 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ბექამ 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ლა კორუნიელებმა პირველი მეოთხედი 22:7 მოიგეს, თუმცა, შემდეგ მოუკლეს და სეზონში მე-2 მარცხი განიცადეს. ბურჯანაძის კლუბმა 15-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, ისევ სტუმრად, “ბრეოგანთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118978