ფეხბურთი

2:31 | 25.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “ბარსელონასთან” მიახლოებას ეცდება
შესაძლოა, რომ დღეს მესი ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურის 5 შეხვედრა გაიმართება, თუმცა აქედან ერთი სულ სხვა დონის შეხვედრაა: “რეალი” “ბარსელონას” უმასპინძლებს, რითაც ყველაფერი ნათქვამია.. დღეს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მადრიდში იქნება გადართული.


მადრიდის “რეალმა” სეზონი არადამაჯერებლად დაიწყო და საწყის 3 ტურში 2 შეხვედრა წააგო, რის შემდეგაც, “ბლანკოსი” საოცარ ფორმაში შევიდა. კარლო ანჩელოტის კლუბმა ლა ლიგაში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო, 25 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა, რაც ფენომენალური შედეგია: საშუალოდ 5 გოლი ერთ მატჩში. მიუხედავად ამისა, “რეალი” მე-3 პოზიციაზეა და “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება. ცალკე საუბრის თემაა “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდუს თამაში, რომელსაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში (რონალდუს “სოსიედადთან” ტრავმის გამო არ უთამაშია) 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში უახლოეს მდევარ ნეიმარს 7 გოლით უსწრებს.
ყველა მოელოდა, რომ “თეთრებს” შუა კვირაში რთული მატჩი ექნებოდათ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ანჩელოტის შეგირდებმა პირველივე ტაიმში სამბურთიანი სხვაობით დაამარცხეს “ლივერპული” მისსავე სტადიონზე, ხოლო მეორე ნახევარში თავი აღარ გამოუდიათ და შეხვედრა 3:0 დასრულდა.
მადრიდელებს დღეს სერიოზული დანაკლისი აქვთ, ტრავმის გამო ერთ-ერთი გარეთ ბეილი ვერ შეძლებს თამაშს. ასევე არ იქნება ფაბიო კოენტრაო, ხოლო ხესეს ტრავმა ძველი ამბავია. ბეილს სავარაუდოდ ისკო შეცვლის.

შესანიშნავ ფორმაშია კატალონიური გრანდიც, რაც პირველ რიგში სატურნირო ცხრილში აისახება. 8 მატჩიდან 7 მოგება და 1 ფრე, 22 გატანილი და არცერთი გაშვებული – ასეთია “ბლაუგრანას” შედეგები. ლუის ენრიკეს შეგირდებმა მხოლოდ “მალაგას” დამარცხება ვერ შეძლეს გასვლაზე, სხვა ყველა შემთხვევაში კატალონიელებმა იმარჯვეს. დღეს შესაძლოა ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდეთ, ლეო მესის ლა ლიგაში 250 გოლი აქვს გატანილი და 1 ბურთით ჩამორჩება ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს - ტელმო ზარას. არგენტინელს შეუძლია, რომ საძულველი კლუბის არენაზე დაამხოს რეკორდი და თავად გახდეს საუკეთესო გოლეადორი.
“ბარსას” ბანაკში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლეა, ლუის სუარესს დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და თუ ლუის ენრიკე საჭიროდ ჩათვლის ურუგვაელს კატალონიელთა რიგებში დებიუტი ექნება და თანაც სად?!
შუა კვირაში “ბარსელონამ” შინ “აიაქსი” დაამარცხა 3:1. ლუის ენრიკეს გუნდი აშკარად არ იხარჯებოდა ბოლომდე და ბოლოსკენ მესის და ნეიმარს დასვენების საშუალებაც მისცა.
კატალონიელებს ტრავმის გამო დუგლას კოშტა დააკლდებათ.

შეხვედრის მთავარი მსაჯი 30 წლის ხესუს ხილ მანსანო იქნება, რომელიც მიმდინარე წელს გახდა ფიფას კატეგორიის არბიტრი, ხოლო ლა ლიგის შეხვედრებს 2012 წლიდან უძღვება.

რეალი – ბარსელონა

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”, 20:00 სთ.
რეალი (4-4-2): კასილასი, პეპე, რამოსი, მარსელო, კარვახალი, კროოსი, მოდრიჩი, რონალდუ, ისკო, როდრიგესი, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, პიკე, ალბა, ალვეში, ხავი, ბუსკეტსი, ინიესტა, ნეიმარი, პედრო, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ურთიერთშეხვედრები:

16.04.14

ესპანეთის თასი

ბარსელონა

რეალი

1 : 2

24.03.14

ლა ლიგა

რეალი

ბარსელონა

3 : 4

26.10.13

ლა ლიგა

ბარსელონა

რეალი

2 : 1

02.03.13

ლა ლიგა

რეალი

ბარსელონა

2 : 1

27.02.13

ესპანეთის თასი

ბარსელონა

რეალი

1 : 3

31.01.13

ესპანეთის თასი

რეალი

ბარსელონა

1 : 1

07.10.12

ლა ლიგა

ბარსელონა

რეალი

2 : 2

30.08.12

ესპანეთის სუპერთასი

რეალი

ბარსელონა

2 : 1

24.08.12

ესპანეთის სუპერთასი

ბარსელონა

რეალი

3 : 2

21.04.12

ლა ლიგა

ბარსელონა

რეალი

1 : 2

26.01.12

ესპანეთის თასი

ბარსელონა

რეალი

2 : 2

19.01.12

ესპანეთის თასი

რეალი

ბარსელონა

1 : 2

11.12.11

ლა ლიგა

რეალი

ბარსელონა

1 : 3


პრომო:



ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე


თეგებიელ კლასიკო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114238