ჭადრაკი

13:02 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე 5 ტური მიილია

ევროპის საჭადრაკო ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილეებმა სატურნირო ეკვატორი გადალახეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე ევროპის პირველობაზე საასპარეზოდ 45 ქვეყნის 1000 ახალგაზრდა მოჭადრაკეა ჩამოსული.

18-წლიან გოგონათა შორის 33 ქვეყნის 56 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან 7 მონაწილე და საქართველოდან – 6 გოგონა.

ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიას საერთაშორისო ოსტატები: უკრაინელი მარია ტანციურა (2352) და აზერბაიჯანელი გუნაი მამამზადა (2316) ლიდერობენ. ჩვენებურებიდან ყველაზე მაღალი რეიტინგი ფიდეს ოსტატ ნატო იმნაძეს (2175) გააჩნია.

5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით აზერბაიჯანის წარმომადგენელი ულვია ფატალიევა (2117) დაწინაურდა. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება და II-VI ადგილებს ინაწილებს ნატო იმნაძე (2175).

18-წლამდე ჭაბუკთა შორის 35 ქვეყნის 64 მოჭადრაკე ასპარეზობს. აქედან, 20 საერთაშორისო წოდების მატარებელია. ქართველებიდან უმაღლესი რეიტინგი – 2179 ნიკოლოზ ქუმსიაშვილს გააჩნია და 36-ე ნომრადაა განთესილი. ჭაბუკებშიც ყველაზე წარმომადგენლობითი რუსეთის დელეგაციაა – 9 მონაწილე.

5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით ვალერი იოვკოვის (მოლდოვა, 2224) და მელიხ იურცევენის (თურქეთი, 2364) წყვილი ლიდერობს. ქუმსიაშვილი 3 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

16-წლიან ჭაბუკებში 39 ქვეყნის 89 მოთამაშე ასპარეზობს, მათ შორის ათი ჩვენებურია. სატურნირო რეიტინგ-სიას ლიდერობენ: აჰაპ სანალი (თურქეთი, 2459), ბილელ ბელაჩენსი (საფრანგეთი, 2443) და მაქსიმ ვავულინი (რუსეთი, 2431)... 11. გიორგი სიბაშვილი (საქართელო, 2350).

5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით მაქსიმ ვავულინი, ანდრეას კელირესი (კვიპროსი, 2395) და ხულიო სუარესი (ესპანეთი, 2358) დაწინაურდნენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება სიბაშვილი.

16-წლიან გოგონებში 33 ქვეყნის 67 წარმომადგენელი ასპარეზობს და მათ შორის 8 საქართველოს წარმომადგენელია.

5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით ირინა დროგოვოზი (რუსეთი, 2257), მაი ნარვა (ესტონეთი, 2123) და სირანუშ გუკასიანი (სომხეთი) დაწინაურდნენ. 3.5 ქულით მე-8-19 ადგილებს ინაწილებს ნინო ხომერიკი (2168).

14-წლიან ჭაბუკებში 37 ქვეყნის 99 მონაწილეა და რეიტინგ-სიას ლიდერობენ: ინიგო მულეტ ლოპესი (ესპანეთი, 2429), ჰაიკ მარტიროსიანი (სომხეთი, 2391), ლუკა მორონი (იტალია, 2334)... 60. ნიკოლოზ ცომაია (საქართველო, 1930).

5 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით არიელ ერენბერგი (ისრაელი, 2308) დაწინაურდა. ლიდერს 1.5 ქულით ჩამორჩება ნიკოლოზ ცომაია.

14-წლიან გოგონათა შორის 35 ქვეყნის 77 გოგონა თამაშობს და 7 მათგანი საქართველოს ღირსებას იცავს.

რეიტინგ-სიის ლიდერებში არიან: 1. სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი, 2305), 2. პოლინა შუვალოვა (რუსეთი, 2142), 3. ალექსანდრა ობოლენცევა (რუსეთი, 2126)... 20. ნინო ჯალაღონია (საქართველო, 1887).

5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით ანასტასია ავრამიდუ (საბერძნეთი, 2120) მეწინავეობს. ნინო ჯალაღონია 4 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

12-წლიან ყმაწვილებში 37 ქვეყნის 121 მოჭადრაკე ასპარეზობს და მათ შორის 16 საქართველოს სახელით თამაშობს.

5 ტურის შემდეგ 4.5 ქულით ერთბაშად 5 მონაწილე ლიდერობს. ლიდერთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება ნიკოლოზ პეტრიაშვილი.

12-წლიან გოგონებში 30 ქვეყნის 76 გოგონა მონაწილეობს, ხოლო საქართველოს 8 მოჭადრაკე წარმოადგენს.

4.5 ქულით შეჯიბრს ეკატერინა გოლცევა (რუსეთი, 2030) და ზუზანა გრესოვა (ჩეხეთი, 1814) ლიდერობენ. ნახევარი ქულით ნაკლები აქვს აქტივში ანასტასია სიდამონიძეს.

10-წლიან ბიჭებში 34 ქვეყნის 121 მოჭადრაკე მონაწილეობს და მათ შორის 18 ქართველია.

5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით უტკუ უზუმჩუ (თურქეთი, 1932) დაწინაურდა. ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება ნიკოლოზ კაჭარავა (1814).

10 წლამდე ასაკის გოგონებში 25 ქვეყნის 73 მოთამაშე ასპარეზობს, მათ შორის 15 ქართველია.

დანაკარგის გარეშე ასპარეზობს დარია-მირუნა ლეხაჩი (რუმინეთი, 1575). ქართველებიდან საუკეთესო შედეგი დიანა ლომაიას აქვს – 3.5 ქულა.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 23 ქვეყნის 63 მოჭადრაკე მონაწილეობს. 2-2 გამარჯვებით 14 მოთამაშე დაწინაურდა, რომელთა შორის მართა ქათამაძეც იმყოფება.

8-წლიან ბიჭუნებში 23 ქვეყნის 83 მოთამაშე გამოდის და 20 საქართველოს წარმომადგენელია.

5 ტურის შემდეგ 5 მოგებით რუსეთის წარმომადგენელი ილია მაკოვეევი (1805) ლიდერობს. 4.5 ქულით II-III ადგილებს ბარდია დანეშვარი (საქართველო, 1509) და ეიტან როზენი (ისრაელი) ინაწილებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11058