რაგბი

0:13 | 24.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სარაგბო ნოემბერი მოგვიახლოვდა

2014 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის პირველ საშინაო მატჩამდე 20 დღეზე ნაკლები დრო რჩება – 8 ნოემბერს მესხის სტადიონზე “ბორჯღალოსნები” “ზღვის არწივებს“ – ტონგას ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.

საქართველოს და ტონგას ეროვნული ნაკრებები 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩ ჯფუში ერთმანეთის კონკურენტები არიან. შესაბამისად, ერთი წლით ადრე გუნდების შერკინება ქართული რაგბის ქომაგებისთვის ძალზე საინტერესო იქნება.

გუნდები ერთმანეთს ბოლოს 1999 წლის 28 მარტს, თბილისში, მსოფლიო თასის რეპეშაჟში შეხვდნენ. “ბორჯღალოსნებმა” ერთი ქულის სხვაობით – 28:27 მოიგეს, მაგრამ ტონგასთან სტუმრად წაგების (6:37) გამო, მაშინ მსოფლიოზე გასვლა ვერ მოახერხეს.

სეზონის პირველი საშემოდგომო ტესტიდან ერთ კვირაში, “ბორჯღალოსნები”, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს “ავივაზე სთედიუმზე” ეთამაშებიან. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და მი პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

ზუსტად ერთ თვეში, გიორგობას, წლევანდელი ნოემბრის საერთაშორისო სერიის ბოლო საშინაო ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნები “ალუბლებს“ – იაპონიის ეროვნულ ნაკრებს ერკინებიან.

ქართულ-იაპონური ტესტი ბოლოს 2012 წლის ნოემბერში შედგა თბილისში და მაშინ სტუმრებმა 25:22 იმარჯვეს.

2014 წლის ორივე საშემოდგომო ტესტს “ბორჯღალოსნები” მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავენ. საქართველო-ტონგას და საქართველო-იაპონიის მატჩების ბილეთები 3 და 5 ლარი ეღირება.

ბილეთები მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება. გაყიდვების დაწყების თარიღი შემდეგ კვირას გახდება ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სოც.მედიის პლატფორმებზე დაიდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112088