სხვა

23:38 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყვარელმა ჩემპიონი დაამარცხა და წინ გავიდა

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ხელბურთელ გოგონათა შორის, ყვარლის გუნდმა 29:26 დაამარცხა საქართველოს ჩემპიონი მამული და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

მამულმა წინა ჩემპიონატში ერთადერთი მატჩი ითამაშა ფრედ, სწორედ ყვარლელებთან, ახლა კი ყაიმით დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს, ყვარელს 5 თამაშიდან 5 მოგება აქვს და ხვალ კიდევ ერთი პრინციპული თამაში უწევს პეგასთან. პეგასსა და მამულს თითო წაგება აქვთ. ხვალვე გლდანში გაიმართება ჩემპიონისა და ვერცხლის პრიზიორის მატჩი – მამული-ფოთი.

საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში. გოგონები. 1998-99

პირველი წრე, გლდანი

23 ოქტომბერი

ყვარელი – მამული 29:26

ყვარელი: გუბელაძე - თეთრაშვილი 10, კუნელაშვილი 6, ქიტესაშვილი 4, ს. იორდანიშვილი 4, მიხელიძე 4, კუპატაძე 1, თ. ორდანიშვილი

მამული: მაზმიშვილი - ყველაშვილი 7, გაბისონია 5, ნარიმანიძე 5, ღვალაძე 5, გიორგაძე 2, ომიაძე 2.

მსაჯები: ინა ჭკუასელი, გია წივწივაძე

ფოთი – წყალტუბო 40:25

ქარიშხალა – პეგასი 13:23

წყალტუბო – იმედი 13:4

სატურნირო მდგომარეობა: ყვარელი 10 ქულა (5 თამაშიდან), პეგასი 8 (5), მამული 6 (4), ფოთი 6 (5), წყალტუბო 2 (5), ქარიშხალა 0 (4), იმედი (4)

24 ოქტომბერი

12:00 წყალტუბო – ქარიშხალა

13:20 მამული – ფოთი

14:40 ყვარელი – პეგასი

16:00 იმედი – ქარიშხალა

17:00 მამული – იმედი

www.geohandball.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108601