ავტოსპორტი

22:30 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის მდგომარეობა უმჯობესდება

მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო ჰოსპიტალი დატოვა, მიხაელ შუმახერის მდგომარეობა გაუმჯობესებულია - ამბობს მისი ერთ-ერთი ექიმი ჟან-ფრანსუა პაიენი, რომელიც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს გრენობლის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მან ახლახანს მოინახულა ფ1-ის ლეგენდარული პილოტი, ვინც საკუთარ სახლში აგრძელებს რეაბილიტაციას.

ფრანგულ რადიო RTL-თან საუბრისას, დოქტორმა პაიენმა განაცხადა, რომ მან ახლახანს შუმახერი მის სახლში, შვეიცარიაში მოინახულა და გაუმჯობესება შეატყო: „მე ის ჯერ ლოზანაში მოვინახულე, ახლა კი შინაც. მაინტერესებდა მენახა, როგორ მიმდინარეობს მისი რეაბილიტაციის პროცესი. ველაპარაკე მის მეუღლეს და ბავშვებს და მოვუყევი, რა განსხვავება დავინახე ამ ორ ვიზიტს შორის. გარკვეული პროგრესი შევნიშნე. თუმცა მინდა ვთქვა, რომ დროა საჭირო“.

კითხვაზე, რა დრო დასჭირდება შუმახერის გამოჯანმრთელებას, პაიენი პასუხობს: „ისევე როგორც სხვა პაციენტებს, გარკვეული დროა საჭირო. ეს შეიძლება იყოს ერთი წელი, ან სამი წელი. მთავარია მოთმინება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის საუკეთესო გარემოშია თავის ოჯახთან, მეუღლესთან, რომელიც საუკეთესო რჩევებს ღებულობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს“.

http://autopanoramaf2.blogspot.com/

0.11504