ძიუდო

21:08 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ვერ ყოჩაღობენ

ქართველი ძიუდოისტები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოდიან. პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე შეჯიბრებაზე ვაჟთა შორის მედლები შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში გათამაშდა. ქართული გუნდის რვა წევრიდან ტატამზე ოთხი გავიდა და ოთხივე საწყის ეტაპზე დამარცხდა.

შედარებით შედეგიანად გიორგი გუგულაშვილმა (66 კგ) და მიხეილ ჩოხელმა (73 კგ) იჭიდავეს. გუგულაშვილი ევროპირველობაში მეორე წრიდან ჩაერთო და ავსტრიელი ლუკას რეიტერის იპონით ძლევის შემდეგ მერვედფინალში სერბ მარკო ვუკიჩევიჩთან იუკოთი წააგო. ჩოხელიც მერვედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრებას, პორტუგალიელ ანტუან მასარტის მარცხის შემდეგ. იქამდე კი ბელარუსი სიმურ ჰასიმაუ და ლიტველი ტარულის დეივიდასი იპონ-იპონ ჩამოიცილა.

უმსუბუქეს წონაში – 60 კილოგრამში კიმონო რამაზ გუგულაშვილმა მოირგო და ჩემპიონატი უნგრელი ჩაბა სზაბოს სუფთად მოგებით გახსნა, მაგრამ მეორე წრეში, რუსეთის ნაკრების წევრ ლეჩი ედიევთან ვეღარას გახდა.

კახა ცაგარელი (66 კგ) პოლონურ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. პოდიუმისკენ მიმავალი გზა მას ავსტრიელმა ანდრეას ტიფგრაბერმა ჩაუკეტა.

კვირას ჩემპიონ-პრიზიორები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი იჭიდავებენ: თეიმურაზ ხაჩიძე (90 კგ), გიორგი ქავთარაძე (100 კგ), როსტომ ხახალეიშვილი და გიგა გელაშვილი (ორივე +100 კგ).

ვასილ მშვილდაძე

ძიუდო

23-წლამდელები

ევროპის ჩემპიონატი

ვროცლავი. პოლონეთი

14 ნოემბერი

ვაჟები

60 კგ

1 ისლამ იაშუევი (რუსეთი)

2 ლუკაშ კიელბასინსკი (პოლონეთი)

3 ლეჩი ედიევი (რუსეთი)

3 მეჰმან სადიგოვი (აზერბაიჯანი)

66 კგ

1 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

2 ანდრაზ ჟერები (სლოვენია)

3 ადრიან ლაბარდო ფერნანდესი (ესპანეთი)

3 მარკო ვუკიჩევიჩი (სერბეთი)

73 კგ

1 ანტონიო ესპოსიტო (იტალია)

2 ნიკოლა გუსიჩი (ჩერნოგორია)

3 აუგუსტო მელონი (იტალია)

3 ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი)

81 კგ

1 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

2 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112763