თამაშგარე

11:17 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

დაჰიპნოზებული ფეხბურთელები

გასულ წელს ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “პორტუგეზამ“, ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა სკანდალურად დატოვა და კინაღამ ქვედა დივიზიონსაც გამოემშვიდობა.

ქვედა დივიზიონსაც დატოვებდა, რომ არა პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარება, რომელმაც გუნდი გადაარჩინა. ყოველივე ამის შემდეგ “პორტუგეზამ“ ახლა გადაწყვიტა სამსახურში აიყვანოს ჰიპნოზიორი ოლიმარ ტისერა, რომელიც სპორტსმენებს თვითშესაფასებისა და მოტივაციის ამაღლებას “შეულოცავს“.

რამდენად წაადგება ჰიპნოზიორის “რჩევები“ ბედოვლათ ფეხბურთელებს უცნობია, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვაგნერ ბენაცი ამის სასტიკი წინააღმდეგია და აცხადებს, რომ გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში უხელმძღვანელებს, თუ ჰიპნოზიორი საწვრთვნელო პროცესში არ ჩაერევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11432