ფეხბურთი

2:37 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული გასეირნება ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი მატჩებიდან ცენტრალურში მადრიდის “რეალმა” და მისმა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ უსიამოვნო სერიები შეწყვიტეს. “რეალმა” “ლივერპულს” 4 მატჩში პირველად გაუტანა, ხოლო რონალდუმ, “ენფილდზე”, მეტოქის კარის აღება მე-7 ცდაზე მოახერხა.

ორივე სერია ლივერპულში გამართული თამაშის 23-ე წუთზე შეწყდა, როდესაც რონალდუმ და ხამეს როდრიგესმა კომბინაცია ეფექტურად გაითამაშეს და პორტუგალიელმაც ერთი შეხებით დაარტყა. ამ გოლით, რონალდუმ, რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 10 გასვლით შეხვედრაში გაიტანა. მან, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი 22-ე სტადიონზე გაიტანა. პორტუგალიელი, ამ მაჩვენებლით, ლიონელ მესისთან ერთად ლიდერობს. გარდა ამისა, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც 70 გოლის გატანა მოახერხა. ის მხოლოდ რაულს ჩამორჩება, რომელსაც მეტოქეთა კარი 71-ჯერ აუღია. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, რომელსაც ლიგაზე თავისი სადებიუტო გოლის გასატანად 20 მატჩზე მეტის ჩატარება დასჭირდა, უკანასკნელ 21 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 27-ჯერ აიღო. ბოლო 14 მატჩში მან თავი 20 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

რონალდუს შემდეგ ქარიმ ბენზემას ჯერი დადგა. ფრანგმა შემტევმა ჯერ კროოსის ჩაწოდებას კარგი თავური მოაყოლა, შემდეგ კი, პეპეს გადაცემის შემდეგ, ახლო მანძილიდან გაიტანა. ბენზემას, ჩემპიონთა ლიგაზე, უკვე 40 გოლი დაუგროვდა. მას, ამ შედეგის მისაღწევად, 67 თამაში დასჭირდა. 40 გოლი უფრო ცოტა თამაშში მხოლოდ რუდ ვან ნისტელროიმ (45 თამაშში) და ლიონელ მესიმ (61) გაიტანეს.

“რეალმა” 3 ქულა პირველივე ტაიმში გაინაღდა და შესვენების შემდეგ, ანჩელოტის შეგირდებმა ძალების “კლასიკოსთვის” შემონახვა გადაწყვიტეს.

“ენფილდზე” გამართულ შეხვედრაში, რონალდუს გარდა, რეკორდები “რეალმა” და იკერ კასილიასმაც დაამყარეს. მადრიდული გუნდი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 100 თამაში ჩაატარა. “რეალმა”, ამ ტურნირზე, გოლი უკვე 54-ე სტადიონზე გაიტანა და მე-2 ადგილზე მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” გაუსწრო. რაც შეეხება კასილიასს – მან ჩემპიონთა ლიგაზე 85-ე თამაში მოიგო. ასეთი შედეგი არავის აქვს. გარდა ამისა, ესპანელმა მეკარემ ამ ტურნირზე 143-ე თამაში ჩაატარა. ის თანამემამულე ჩავის გაუთანაბრდა და პირველ ადგილს მასთან ერთად იყოფს.

ინგლისში გამართული თამაშიდან “რეალის” გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის გარჯაც უნდა გამოვარჩიოთ. მისი პასების 98% ზუსტი გამოდგა, რაც ძალიან კარგი შედეგია.

რაც შეეხება “ლივერპულს” – ამ გუნდმა, ევროტურნირებზე, “ენფილდზე”, 3-ბურთიანი სხვაობით პირველად წააგო.

იმავე ჯგუფში, “ლუდოგორეცმა” თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში 10 კაცით მოთამაშე “ბაზელს” გოლი ბოლო წუთებზე გაუტანა. რაზგრადული გუნდი ბულგარეთის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქულა მოიპოვა.

ბოლო დროს, არცთუ დამაჯერებლად თამაშობს “იუვენტუსი”. ტურინელებმა, ჩემპიონთა ლიგაზე “ატლეტიკოსთან” მარცხს “რომასთან” გაჭირვებით მოგება და სერია A-ს ბოლოადგილოსან “სასუოლოსთან” ქულების გაყოფა მოაყოლეს. დღეს კი, ალეგრის გუნდი უქულოდ “ოლიმპიაკოსთან” დარჩა.

“იუვემ” პირველი ტაიმი წააგო, რაც მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე გავიდა, როდესაც კასამიმ მიტროღლუს გადაცემა გამოიყენა და საჯარიმოს წინა ხაზიდან ზუსტად დაარტყა.

“ოლიმპიაკოსმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-5 საშინაო შეხვედრა მოიგო. ასეთი რამ აქამდე ერთადერთხელ, 1999-2000 წლების სეზონში მომხდარა.

A ჯგუფს, “ოლიმპიაკოსთან” ერთად, “ატლეტიკო” ლიდერობს, რომელმაც “მალმიო” არ დაინდო. დიეგო სიმეონეს გუნდმა, თანაქალაქელი “რეალისგან” განსხვავებით, გოლები მხოლოდ მე-2 ტაიმში გაიტანა. ესპანელთა მხრიდან კოკემ გაიბრწყინა, რომელმაც ერთხელ თავად გაიტანა, 3-ჯერ კი თანაგუნდელებს გაატანინა. ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ფეხბურთელმა 3 საგოლე გადაცემა 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გააკეთა. 2 წლის წინათ, ასეთი შედეგი ფილიპ ლამს ჰქონდა.

კოკემ ანგარიში 48-ე წუთზე, არდა თურანის გადაცემით გახსნა, შემდეგ კი, მან მანჯუკიჩს, გრიზმანსა და გოდინს გაატანინა. შეხვედრაში წერტილი შეცვლაზე შესულმა ალესიო ჩერჩიმ დასვა.

საინტერესოა, რომ “ატლეტიკომ”, 5 გოლიდან, სტანდარტული მდგომარეობის გამოყენებით მხოლოდ 1 გაიტანა. ესპანეთის ჩემპიონატში, სიმეონეს გუნდის მიერ გატანილი 14 გოლიდან 11 სწორედ სტანდარტს მოჰყვა.

მადრიდული გუნდების მსგავსად გაილაღა “დორტმუნდმაც”, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ბრწყინავს. იურგენ კლოპის გუნდი ერთადერთია, რომელმაც სამივე თამაში მშრალად მოიგო. გერმანელების მორიგი მსხვერპლი “გალათასარაი” აღმოჩნდა, რომელმაც პირველივე ტაიმში 3 ბურთი გაუშვა. პირველ ორ შემთხვევაში თავი პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გამოიჩინა, რომელიც “დორტმუნდის” მხრიდან, მიმდინარე სეზონში, ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. გერმანელებმა სულ 25 გოლი გაიტანეს, ხოლო გაბონელმა შემტევმა მონაწილეობა 12 მათგანში მიიღო. მან 9-ჯერ გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ობამეიანგის შემდეგ როისის ლამაზი გოლის ჯერი დადგა. გერმანელმა ფეხბურთელმა შორიდან ძალიან ზუსტად დაარტყა. “დორტმუნდმა”, მე-2 ტაიმში, მეტოქეს ერთი გოლი აკმარა, რომელიც ადრიან რამოსმა მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გაიტანა.

ერთადერთი თამაში, რომელშიც გოლი ორივე გუნდმა გაიტანა, “ანდერლეხტისა” და “არსენალის” დაპირისპირებაა. ლონდონური კლუბი მდევრის როლში აღმოჩნდა. შეხვედრის 71-ე წუთზე, სტუმართა კარი თავური დარტყმით ანდი ნახარმა აიღო. ჰონდურასელი შემტევი თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქის კარი დალაშქრა. “სელტიკის” ჰონდურასელ მცველს, ემილიო ისაგირეს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გატანილი კი აქვს, მაგრამ საკუთარ კარში.

“არსენალმა” თამაშის შემობრუნება ბოლო წუთებში მოახერხა. სტუმართა მხრიდან ყველაზე აქტიური ფეხბურთელის, ალექსის სანჩესის გადაცემების შემდეგ, გიბსმა და პოდოლსკიმ გოლები 89-ე და 91-ე წუთებზე გაიტანეს.

ორიდან ერთი გუნდი, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია, “მონაკოა”. თუმცა, ლეონარდუ ჟარდიმის შეგირდებს გატანა თავადაც უჭირთ. პირველ ტურში “ლევერკუზენის” 1:0 დამარცხების შემდეგ, “მონაკომ” ზედიზედ მე-2 ნულოვანი ფრე ითამაშა. საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე გუნდმა, ბოლო 15 წუთის განმავლობაში კაცნაკლულ “ბენფიკას” პირველი ქულის აღების საშუალება მისცა.

“მონაკოს” მიერ ქულების დაკარგვით “ლევერკუზენმა” ისარგებლა, რომელმაც “ზენიტი” მე-2 ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 2:0 დაამარცხა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა

ოთხშაბათის მატჩები, სამშაბათის შეხვედრებისგან განსხვავებით, გოლმწირი გამოდგა. 8 თამაშში მხოლოდ 19 ბურთი გავიდა. თუმცა, მიმდინარე გათამაშების მე-3 ტური, საერთო ჯამში, მაინც უხვგოლიანობით გამოირჩა. 16 შეხვედრაში გუნდებმა 59 გოლი გაიტანეს. ამაზე მეტი ბურთი მხოლოდ 2000/01 წლების სეზონში გასულა. 14 წლის წინათ, პირველ ტურში გამართულ 16 თამაშში 63 გოლი გავიდა.

A ჯგუფი

ატლეტიკო-მალმიო 5:0 (0:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-1-4-1): მოია, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, სუარესი, თურანი (გარსია 68), ნიგესი, კოკე, გრიზმანი (როდრიგესი 72), მანჯუკიჩი (ჩერჩი 77).

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.

მალმიო (4-1-3-2): ოლსენი, ტინერჰოლმი, იოჰანსონი, ჰელანდერი, რიკარდინიო (კონატე 90+1), ჰალსტი, ერიკსონი (ტერნი 87), ადუ, ფორსბერგი (კროონი 66), ტელინი, როზენბერგი.

მწვრთნელი: აგე ჰარეიდე.

გოლები: 1:0 კოკე (48), 2:0 მანჯუკიჩი (61), 3:0 გრიზმანი (63), 4:0 გოდინი (87), 5:0 ჩერჩი (90+3).

გაფრთხილებები: გოდინი 45+2 – იოჰანსონი 68, როზენბერგი 72.

მსაჯი: მატეი იუგი (სლოვენია).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 27 (9)-9 (4), კუთხური: 11-2, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-4, ჯარიმა: 10-15.

ოლიმპიაკოსი-იუვენტუსი 1:0 (1:0)

პირეოსი, “გეორგიოს კარაისკაკი”

ოლიმპიაკოსი (4-4-2): ხიმენესი, ელაბდელაუი, ბოტია, აბიდალი, მასუაკუ, მილივოიევიჩი, მანიატისი, კასამი (გიანულისი 90+1), ნდინგა, მიტროღლუ (აფელაი 69), დომინგესი (ფუსტერი 84).

მწვრთნელი: მიჩელი.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, ოგბონა (პერეირა 77), ბონუჩი, კიელინი, პირლო (მარკიზიო 57), ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა (ჯოვინკო 87), ასამოა, მორატა, ტევესი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

გოლი: 1:0 კასამი (36).

გაფრთხილებები: ბოტია 44, მასუაკუ 56 – ლიხტშტაინერი 38, პოგბა 59, მარკიზიო 66.

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 9 (5)-18 (6), კუთხური: 2-7, თამაშგარე: 1-4, სეივი: 6-4, ჯარიმა: 17-14.

1. ატლეტიკო 3 2 0 1 8:3 6
2. ოლიმპიაკოსი 3 2 0 1 4:4 6
3. იუვენტუსი 3 1 0 2 2:2 3
4. მალმიო 3 1 0 2 2:7 3

B ჯგუფი

ლუდოგორეცი-ბაზელი 1:0 (0:0)

სოფია, “ვასილ ლევსკი”

ლუდოგორეცი (4-2-3-1): სტოიანოვი, კაისარა, ტერზიევი, მოტი, მინევი, დიაკოვი, ესპინიო, აბალო (მისიჯანი 77), მარსელინიო, ალექსანდროვი (ვანდერსონი 81), ბეზიაკი (იუნესი 68).

მწვრთნელი: გეორგი დერმენჯიევი.

ბაზელი (4-1-4-1): ვაცლიკი, ქსაკა, შერი, სუში, ალიჟი (აჟეტი 75), ფრაი, კალა (ჰამუდი 84), ელ ნენი, დიე, გონსალესი (სიო 87), ემბოლო.

მწვრთნელი: პაულუ სოუზა.

გოლი: 1:0 მინევი (90+2).

გაფრთხილებები: მინევი 24, მოტი 86, ესპინიო 90+4 – ქსაკა 44, გონსალესი 45+2, ემბოლო 67, ფრაი 85, შერი 90+4.

გაძევება: დიე 18.

მსაჯი: დენიზ აიტეკინი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 21 (10)-8 (3), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 5-0, სეივი: 3-9, ჯარიმა: 13-18.

ლივერპული-რეალი 0:3 (0:3)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (4-3-2-1): მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, ლოვრენი, მორენო, ალენი, ჯერარდი, ჰენდერსონი (ჩანი 67), სტერლინგი, კოუტინიო (მარკოვიჩი 68), ბალოტელი (ლალანა 46).

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

რეალი (4-4-2): კასილიასი, არბელოა, ვარანი, პეპე, მარსელო (ნაჩო 85), როდროგესი, კროოსი (ილიარამენდი 81), მოდრიჩი, ისკო, ბენზემა, რონალდუ (ხედირა 75).

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

გოლები: 0:1 რონალდუ (23), 0:2 ბენზემა (30), 0:3 ბენზემა (41).

გაფრთხილება: კროოსი 35.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 13 (2)-13 (7), კუთხური: 9-5, თამაშგარე: 7-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 6-4.

1. რეალი 3 3 0 0 10:2 9
2. ლუდოგორეცი 3 1 0 2 3:4 3
3. ლივერპული 3 1 0 2 2:5 3
4. ბაზელი 3 1 0 2 2:6 3

C ჯგუფი

ლევერკუზენი-ზენიტი 2:0 (0:0)

ლევერკუზენი, “ბაიარენა”

ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო, დონატი, თორფაქი, სპაჰიჩი (პაპადოპულოსი 60), ვენდელი, ბელარაბი (ბრანდტი 86), ბენდერი, რაინარტცი, სონი, ჩალჰანოღლუ (ჟედვაი 82), კისლინგი.

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი.

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, გარაი, ლომბაერტსი, კრიშიტო, გარსია, ვიტსელი (კერჟაკოვი 82), დანი, ფაიზულინი (შატოვი 62), ჰალკი, რონდონი.

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში.

გოლები: 1:0 დონატი (58), 2:0 პაპადოპულოსი (63).

გაფრთხილებები: ვენდელი 57 – ფაიზულინი 7, გარსია 15, ჰალკი 16, კრიშიტო 90+2, რონდონი 90+5.

გაძევება: ვენდელი 79.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (8)-6 (2), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-6, ჯარიმა: 18-17.

მონაკო-ბენფიკა 0:0

მონაკო, “ლუი II

მონაკო (4-3-3): სუბასიჩი, ფაბინიო, რაგი, კარვალიო, კურზავა, მოუტინიო (სილვა 82), ტულალანი, კონდოგბია, დირარი, ბერბატოვი (მარტიალი 34), ოკამპოსი (ფერეირა 62).

მწვრთნელი: ლეონარდუ ჟარდიმი.

ბენფიკა (4-1-2-3): არტური, პერეირა, ლუიზაო, ლოპესი, ელიზეუ, ალმეიდა, სალვიო, გაიტანი (სეზარი 79), პერესი (სამარისი 88), ლიმა, ტალისკა (ბებე 68).

მწვრთნელი: ჟორჟე ჟეზუსი.

გაფრთხილებები: კარვალიო 71, კურზავა 78, ფერეირა 90+5 – ელიზეუ 8, ლოპესი 26, სალვიო 36.

გაძევება: ლოპესი 76.

მსაჯი: სზიმონ მარსინიაკი (პოლონეთი).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 13 (1)-13 (4), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-2, სეივი: 4-1, ჯარიმა: 17-20.

1. ლევერკუზენი 3 2 0 1 5:2 6
2. მონაკო 3 1 2 0 1:0 5
3. ზენიტი 3 1 1 1 2:2 4
4. ბენფიკა 3 0 1 2 1:5 1

D ჯგუფი

ანდერლეხტი-არსენალი 1:2 (0:0)

ბრიუსელი, “კონსტანტ ვანდენ სტოკი”

ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო, ვანდენ ბორე, მბემბა, დეშახტი, აშემპონი, ტილემანი, დეფური, ნახარი, პრაეტი (დენდონკერი 88), კონტე, ბი (სუარესი 83).

მწვრთნელი: ბესნიკ ჰასი.

არსენალი (4-1-4-1): მარტინესი, ჩემბერსი, მერტეზაკერი, მონრეალი, გიბსი, ფლამინი (ჩემბერლენი 75), სანჩესი, რემზი, უილშერი (პოდოლსკი 84), კასორლა, უელბეკი (კემპბელი 75).

მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

გოლები: 1:0 ნახარი (71), 1:1 გიბსი (89), 1:2 პოდოლსკი (90+1).

გაფრთხილებები: დეშახტი 80 – მონრეალი 8, უელბეკი 66.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 14 (3)-12 (4), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 1-0, სეივი: 2-2, ჯარიმა: 15-12.

გალათასარაი-დორტმუნდი 0:4 (0:3)

სტამბული, “ტელეკომ არენა”

გალათასარაი (4-1-3-2): მუსლერა, კამდალი, კაია, შეჯუ, ტელესი (ოზტეკინი 62), მელო, ალთინთოფი (ჯემაილი 61), სნეიდერი, ინანი, პანდევი (ჩოლაქი 78), ილმაზი.

მწვრთნელი: ჩეზარე პრანდელი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი (გიუნდოგანი 69), პაპასტატოპულოსი, ბენდერი (გინტერი 55), კელი, მხითარიანი, კაგავა (რამოსი 82), როისი, ობამეიანგი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გოლები: 0:1 ობამეიანგი (6), 0:2 ობამეიანგი (18), 0:3 როისი (41), 0:4 რამოსი (83).

გაფრთხილებები: სნეიდერი 25, კაია 68.

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9 (1)-15 (10), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 6-1, ჯარიმა: 3-11.

1. დორტმუნდი 3 3 0 0 9:0 9
2. არსენალი 3 2 0 1 6:4 6
3. ანდერლეხტი 3 0 1 2 2:6 1
4. გალათასარაი 3 0 1 2 2:9 1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116261