ჭადრაკი

1:09 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა კარუანას დაუზავდა

ფიდე-ს გრან-პრის სერიის მე-2 ეტაპის მე-2 ტურში ნახევარი ქულის აღება მოახერხა ბაადურ ჯობავამ (2717). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი თეთრი ფიგურებით თამაშობდა, აღნიშნული შედეგი წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ, რადგანაც მისი მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი – ფაბიანო კარუანა (იტალია, 2844) გახლდათ.

ბაადურს იმავე კარუანას, აზერბაიჯანელი მამედიაროვის (2764) და უზბეკი კასიმჯანოვის (2706) დარად, 0.5 ქულა აქვს და დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, თორმეტ მონაწილეს შორის, მე-10 ადგილი უკავია. მე-3 ტურში ჯობავა შავებით ხსენებულ კასიმჯანოვს ეთამაშება.

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარე გრან-პრის ეტაპის ერთპიროვნული ლიდერი ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავე (2757) გახლავთ, რომელმაც ტურნირის სტარტზე სწორედ კარუანას და კასიმჯანოვს სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108627