კალათბურთი

0:27 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალი “ჰიუნდაიმ” და თსსუ-მ შეავსეს

თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები სრულად შედგა. საკალათბურთო აკადემიაში 2 საკვალიფიკაციო მატჩი გაიმართა, რომლებში მონაწილეობაც ჯგუფებში მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა და ერთმა საუკეთესო მეოთხეადგილოსანმა მიიღეს. გამარჯვებულებმა თბილისის ჩემპიონატის მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს.

ის 8 გუნდი, რომელიც მეოთხედფინალში მოხვდნენ, მიმდინარე სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც იასპარეზებენ, ხოლო 8 საუკეთესოს მიღმა დარჩენილი გუნდები თბილისის ჩემპიონატის „ბ“ ლიგაში ითამაშებენ.

საკვალიფიკაციო მატჩებში დიდი ბრძოლები არ შედგა. „ჰიუნდაიმ“ დამაჯერებლად - 85:50 სძლია „აკადემია 2“-ს, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „ლომებს“ 66:39 მოუგო. შესაბამისად, გამარჯვებული გუნდები პლეი ოფის ბადეში ჩასხდნენ, სადაც „ჰიუნდაი“ „აკადემიას“ შეუწყვილდა, ხოლო თსსუ - „იბერს“.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11893