ფეხბურთი

22:35 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი იუბილარია

დღეს ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს 65 წელი შეუსრულდა.

ფრანგი 1949 წლის 22 ოქტომბერს სტრასბურგში დაიბადა, 1963 წელს “დუტენჰეიმში” დაიწყო თამაში, შემდეგ “მუციგში,” “მულჰაუსსა” და სტრასბურგულ გუნდებში თამაშობდა. 1979 წელს “სტრასბურგთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

მოთამაშის კარიერა შთამბეჭდავი არ ყოფილა. ამპლუით ნახევარმცველი ტექნიკური თვისებებით ხასიათდებოდა.

ფეხბურთის გარეშე სამი წელი იცხოვრა და 1984 წელს მწვრთნელობა დაიწყო. მისი პირველი გუნდი იყო “ნანსი,” შემდეგ “მონაკოს” წვრთნიდა. როგორც ერთხელ დენის ბერგკამპმა გაიხსენა, იმ დროს ვენგერის “მონაკოზე” საუბრობდა მთელი ევროპა. ვენგერის ხელში “მონაკომ” მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის თასი.

“მონაკოს” შემდეგ იაპონიაში განაგრძო კარიერა, ხოლო “ნაგოიადან” წასვლის შემდეგ, 1996 წელს “არსენალში” გადავიდა. დღემდე ჩრდილო ლონდონურ კლუბს წვრთნის და ამ კლუბის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ფრანგმა აბსოლუტურად შეცვალა “მეთოფეთა” თამაშის სტილი და სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა გუნდი, თუმცა ანრი-ვიეირა-ბერგკამპის წასვლის შემდეგ კლუბს გარკვეული ჩავარდნა დაეწყო.

0.114534