ფეხბურთი

21:47 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა ანტირასისტულ კლიპში

გერმანულ ვებგვერდებზე საინტერესო ვიდეო-კლიპი გაჩნდა. ადგილობრივმა მუსიკალურმა ბენდმა, რომლის სახელია 5/8erl in Ehr'n, რასიზმის წინააღმდეგ სიმღერა დაწერა, შემდეგ კი კლიპი გადაიღო, რომელშიც მონაწილეობას მიუნხენის “ბაიერნის” მცველი დავიდ ალაბა იღებს.

გარდა მონაწილეობისა, მოთამაშის გვარი სიმღერის სათაურშიც ფიგურირებს, “ალაბა, რას საქმიანობ?” – ასეთია ტექსტის სათაური. ჯგუფის წევრთა მიზანი შავკანიანი ადამიანებისადმი სულიერი თანადგომაა.

0.114901