ფეხბურთი

21:23 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდიგერით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ

გერმანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია ანტონიო რუდიგერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით. “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” სამიზნე “შტუტგარტის” საკუთრებად 2017 წლის ივნისადმე ითვლება, თუმცა შესაძლოა ვადამდე ადრე პრემიერლიგაში გადავიდეს.

გერმანიის ნაკრების 21 წლის მოთამაშის შესახებ შტუტგარტელთა მწვრთნელმა არმინ ფემ ისაუბრა.

“რუდიგერის მიმართ ინტერესი არსებობს, თუმცა ტრანსფერის განხორციელებამდე კვლავ მოუწევს შესაძლებლობების დამტკიცება, წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია დარჩეს კლუბში” – განაცხადა მწვრთნელმა.

რუდიგერი ბერლინშია დაბადებული. “შტუტგარტში” გადასვლამდე დორტმუნდის “ბორუსიას” ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ხოლო 2011 წელს კლუბი დატოვა.

2012 წლიდან ბუნდესლიგაში თამაშობს და გერმანიის ყველა ასაკობრივში გამოსვლის შემდეგ, მიმდინარე სეზონში ეროვნული ნაკრების მაისურიც მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114794