კალათბურთი

20:13 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სოხუმმა” და “ოლიმპმა” III-IV ადგილები გაინაწილეს

დასასრულს მიუახლოვდა ვეტერანი კალათბურთელის დუდუ დადიანის 2014-15 წლების სეზონის მემორიალი, რომელსაც რუსთავი მასპინძლობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში სუპერლიგის ოთხმა გუნდმა “დინამომ”, “რუსთავმა”, “სოხუმმა” და “ოლიმპმა” გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი. არსებობის განმავლობაში პირველად ერთ წრედ მიმდინარე ტურნირის ბოლო დღეს, ერთმანეთს შესაბამისად ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი “სოხუმი” და “ოლიმპი” დაუპირისპირდნენ. “სოხუმმა” შეძლო მეტოქის დამარცხება 83:79 და მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო “ოლიმპი” მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა.

გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა აღნიშნული შეხვედრის პირველმა ტაიმმა, რომელიც ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულმა “ოლიმპმა” 3 ქულის სხვაობით 41:38 მოიგო. მეორე ტაიმიც “ოლიმპის” უპირატესობით დაიწყო. ეს გუნდი ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, “სოხუმმა” შეძლო თამაშის სურათის სათავისოდ შეცვლა. ზღვისპირელთა გამარჯვებაში წვლილი შეიტანეს მსროლელებმა ირაკლი ჩლაიძემ და გრიგოლ შვანგირაძემ, რომლებმაც შესაბამისად 27 და 15 ქულა დააგროვეს. აღნიშნული შედეგით ჩლაიძე ბომბარდირი გახდა. “ოლიმპის” კალათბურთელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ირაკლი ალხანაიძემ აჩვენა, რომელმაც 15 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამჟამად მიმდინარეობს “დინამო” – “რუსთავის” შეხვედრა, რომელთა შორის საუკეთესო მემორიალის გამარჯვებული გახდება.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავს” აღნიშნული მემორიალი 5-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო “დინამოს” ერთხელ.

“სოხუმი” – “ოლიმპი” 83:79 (24-22, 14-19, 15-19, 30-19)

სოხუმი”: ჩიტაშვილი (6ქ, 4მ, 4პ), ჭიჭეიშვილი (3ქ, 2მ), გოლეთიანი, ჩლაიძე (27ქ, 4მ), კვეტენაძე (5ქ, 3მ), დვალიშვილი (7ქ),შვანგირაძე (15ქ, 3მ, 1პ), ბააკაშვილი (3ქ, 4მ, 1პ), რევაზაშვილი (1მ, 1პ) ფერიაშვილი (2ქ, 7მ, 1პ), დეკანოიძე (7ქ, 7მ, 2პ), ფარღალავა (8ქ, 4მ, 4პ).

“ოლიმპი”: გუგეშაშვილი, კვანტალიანი (3ქ, 5მ, 2პ), ლობჟანიძე (13ქ, 7მ, 4პ), აბულაძე (8ქ, 2მ, 5პ), ბაქრაძე (9ქ, 12მ, 1პ), გოგოძე (7ქ, 4მ, 1პ), მაჩალაძე (8ქ, 8მ, 3პ), ალხანაიძე (15ქ, 9მ), მირზიაშვილი (11ქ, 3მ), პულუზაშვილი, ლომიძე, ანთაძე (5ქ, 5მ, 2პ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156257