ჩოგბურთი

19:13 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანა ივანოვიჩმა კანადელი პრინცესა დაამარცხა

სინგაპურში მიმდინარე ქალ ჩოგბურთელთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რეიტინგის მე-7 ნომერმა, სერბმა ანა ივანოვიჩმა, მსოფლიოში მე-5 ნომერი კანადელი ეჟენი ბუშარი დაამარცხა (6:1, 6:3).

ანამ საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა. პირველ სეტში სერბმა 2-ჯერ დააბრეიკა კანადელი და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში ბუშარი 3:2 იგებდა, მაგრამ ბალკანელმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

მატჩი საათსა და 24 წუთს მიმდინარეობდა. ანამ 1 ეისი ჩააწოდა და 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ბუშარმა 2 ეისი ჩააწოდა და 4 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

წითელი ჯგუფის ლიდერი სიმონა ჰალეპია, რუმინელმა 2-დან 2 შეხვედრა მოიგო.

მესამე გადამწყვეტი მატჩები 24 ოქტომბერს ჩატარდება:

ჰალეპი – ივანოვიჩი , უილიამსი- ბუშარი

იხილეთ წითელი ჯგუფის ცხრილი

1.

სიმონა ჰალეპი

2

2

0

4:0

2

2.

ანა ივანოვიჩი

2

1

1

2:2

1

3.

სერენა უილიამსი

2

1

1

2:2

1

4.

ეჟენი ბუშარი

2

0

2

0:4

0

ჯგუფიდან 1-2 ადგილი გადის შემდეგ ეტაპზე

ივანოვიჩი – ბუშარის სრული მატჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110071