ფეხბურთი

18:15 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიამ ბერძნებთან ლორია და მერებაშვილი შეაქო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას აზრით, მეკარე გიორგი ლორია და ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი კრეტას ოფი-ს გამოადგებიან.

ქეცბაია საბერძნეთში იმყოფებოიდა და ათენში ორ თამაშს დაესწრო. მან სუპერლიგაში “პანათინაიკოსი” – ოფი-ს დაპირისპირებას(1:2) ადევნა თვალი. ასევე, საბერძნეთის პირველ ლიგაში აეკ- “აპოლონის” მატჩს (2:1) უყურა. ქეცბაიამ ბერძნული კარიერა სწორედ აეკ-ში დაიწყო.

ნაკრების თავკაცმა ლორიასა და მერებაშვილის თაობაზე ბერძნულ პრესასთან შემდეგი თქვა: “ეს ორი ძალიან კარგი მოთამაშეა, რომლებიც ოფი-ს მნიშვნელოვნად დაეხმარებიან”.

სხვათაშორის, საბერძნეთში ფიქრობენ რომ ქეცბაიას აეკ-ის თამაშის ტყუილუბრალოდ არ დასწრებია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ქეცბაია სწორედ აეკ-ს გაწვრთნის.

0.11108