ფეხბურთი

13:22 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” სტუმრად ბოლოს 20 თვის წინ მოიგო

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” დღეს, საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსს” ათენში დაუპირისპირდება. იტალიელმა ჟურნალისტებმა მატჩის წინ ერთ საინტერესო დეტალზე გაამახვილეს ყურადღება.

“ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლითი შეხვედრა უკვე 20 თვეა რაც არ მოუგია. უკანასკნელი მატჩი, საიდანაც “იუვე” გამარჯვებული გამოვიდა 2012-2013 წლების სეზონში შედგა, როცა ტურინელებმა გლაზგოში “სელტიკი” გაანადგურეს - 3:0. მას შემდეგ “იუვემ” 5 გასვლითი მატჩიდან 4 წააგო და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ.

ვნახოთ დაარღვევს თუ არა უსიამოვნო სერიას “იუვენტუსი”.

ბოლოს, ეს გუნდები ერთმანეთს 2003-2004 წლების სეზონში შეხვდნენ და მაშინ, საბერძნეთში იტალიელებმა ნედვედის დუბლით მოიგეს, ხოლო ტურინში მეტოქე 7:0 გაანადგურეს.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111344