ჭადრაკი

1:10 | 22.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასპარეზობის მესამედი გალიეს

ევროპის ახალგაზრდული საჭადრაკო ჩემპიონატის მონაწილეებმა ასპარეზობის მესამედი გადალახეს და უკვე ფავორიტებიც გამოიკვეთნენ.

ქართველი მოზარდები ყველაზე წარმატებით 10, 12 და 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში ასპარეზობენ.

18-წლამდე გოგონათა ასპარეზობას, 3 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით აზერბაიჯანლები ულვია ფატალიევა (2117) და გუნაი მამადოვა (2316) დაწინაურდნენ. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება ნატო იმნაძე (2175).

18-წლამდე ჭაბუკთა შორის 3 ქულით ვალერი იოვკოვი (მოლდოვა, 2224), ალექსეი ზენზერა (რუსეთი, 2432) და მელიხ იურცევენი (თურქეთი, 2364) გალიდერდნენ. 2 ქულით მეათე ადგილზეა ნიკა ქუმსიაშვილი (2179).

16-წლიან ჭაბუკებში ქულათა მაქსიმუმი ხუთმა მონაწილემ დააგროვა. ქართველთაგან საუკეთესო გიორგი სიბაშვილი 2.5 ქულით მერვე ადგილზე იმყოფება.

16-წლიან გოგონებში ქულათა მაქსიმუმით 6 მონაწილე გამოირჩა. მათ შორისაა ნინო ხომერიკიც.

14-წლიან ჭაბუკებსაც ჯერჯერობით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს და ქულათა მაქსიმუმი ხუთი მონაწილის აქტივშია. ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება ნიკა ცომაია (1930).

14-წლიან გოგონათა შორისაც ხუთი ლიდერია დანაკარგის გარეშე. მეწინავეთა ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება ლილე ქორიძე.

12-წლიან ყმაწვილებში დანაკარგის გარეშე 6 მონაწილე დაწინაურდა. 2.5 ქულით მე-14 პოზიცია უკავია ნიკოლოზ პეტრიაშვილს.

12-წლიან გოგონებში ქულათა მაქსიმუმით 5 გოგონა დაწინაურდა, მათ შორის ანასტასია სიდამონიძეც.

10-წლიან ბიჭებში 3 ტურის შემდეგ, 3 ქულა ერთბაშად 9 მოთამაშემ დააგროვა, რომელთა შორის ნიკოლოზ კაჭარავაც იმყოფება.

ანალოგიური ასაკის გოგონებში განვლილი სამი სათამაშო დღის შემდეგ, მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შესძლო დანაკარგის გარეშე დარჩენა. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება დიანა ლომაია.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის 23 ქვეყნის 63 მოჭადრაკე მონაწილეობს. 3-3 გამარჯვებით 7 მოთამაშე დაწინაურდა.

8-წლიან ბიჭუნებში 23 ქვეყნის 83 მოთამაშე გამოდის და 3-3 ქულა 7 მონაწილემ დააგროვა. 2.5 ქულა აქვს აქტივში საქართველოს წარმომადგენელ ბარდია დანეშვარს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120354