ფეხბურთი

22:35 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ენფილდზე” ბეილის, კოენტრაოსა და რამოსის გარეშე

ესპანური “მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალი” “ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას დანაკლისით შეხვდება. უელსელი ბეილი, პორტუგალიელი კოენტრაო და ესპანელი რამოსი კუნთის სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ანჩელოტის გუნდში ვერ ითამაშებენ. ამავდროულად, ცნობილი ხდება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს იტალიელს.

“სამეფო კლუბმა” ოთხშაბათს გასამართი მატჩისთვის ლონდონში შემდეგი 20 ფეხბურთელი წაიყვანა: კასილასი, ნავასი, პაჩეკო, ვარანი, პეპე, მარსელო, კარვახალი, არბელოა, ნაჩო, ხედირა, კროოსი, როდრიგესი, მოდრიჩი, ისკო, ილარამენდი, მედრანი, ლორენტე, რონალდო, ბენზემა და ჩიჩარიტო.

0.118668