ფეხბურთი

17:47 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ჟორდანია ბაქოს “ინტერში” აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს

აზერბაიჯანული ინტერნეტპორტალის azerifootball.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის “დინამოს” ყოფილი პრეზიდენტი, მერაბ ჟორდანია, რომელიც 3 წელი არნემის “ვიტესის” მფლობელი იყო, ბაქოს “ინტერის” აღმასრულებელ დირექტორად იმუშავებს.

azerifootball.com-ი იუწყება, რომ რამდენიმე თვის წინ, ჟორდანია ბაქოში იმყოფებოდა, სადაც “ინტერის” საპატიო პრეზიდენტს ჯახანგირ გაჯიევს შეხვდა, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ხსენებული ბანკი აზერბაიჯანში ყველაზე მსხვილია.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ამიერიდან ჟორდანია კლუბში თანამშრომლების მიღებაზე და გუნდის დაკომპლექტებაზეა პასუხისმგებელი. მისი პირველი ნაბიჯი ნოემბერში “ინტერში” ჰოლანდიელი სპორტული დირექტორის მიწვევაა, რომელთან ერთადაც “ვიტესში” უმუშავია.

azerifootball.com-ის ცნობით, ჟორდანია გაჯიევს შეპირდა, რომ გუნდი ყოველ წელს ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, მაგრამ ამისთვის “ინტერის” ბიუჯეტის გაზრდაა საჭირო.

“ინტერის” მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, რომელსაც ზაურ სვანაძე ეხმარება. ბაქოელთა რიგებში ოთხი ქართველი ლეგიონერი გამოდის: მეკარე გიორგი ლომაია, მცველები ლაშა სალუქვაძე და ალექსანდრე ამისულაშვილი, თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144196