ფეხბურთი

1:32 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” მარცხისგან ბლინდმა იხსნა

ინგლისის ჩემპიონატის მე-8 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ჰაუტორნსზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვესტ ბრომვიჩმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და გამარჯვება ბოლო წუთებზე გაუშვა ხელიდან.

მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე გახსნეს ანგარიში. უისდომმა მშვენივრად ითამაშა და კარგი გადაცემა გაუკეთა სტეფან სესენიონს, რომელმაც დიდებული გოლი გაუტანა დავიდ დე ხეას. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, თუმცა პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარი “წითელმა ეშმაკებმა” აქტიურად დაიწყეს, რასაც შეცვლაზე შემოსული მარუან ფელაინის დიდებული გოლი მოჰყვა 48-ე წუთზე. ამის შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა კიდევ უფრო შეუტიეს, მაგრამ მდევრის როლში კვლავ თვითონ აღმოჩნდნენ. ბრანტმა შესანიშნავი გადაცემით ერთიერთზე დატოვა ბერაჰინო, რომელმაც დე ხეა მეორედ დაამწუხრა 66-ე წუთზე. ვან გაალმა უმალვე რადამელ ფალკაოს უხმო მინდორზე, მაგრამ ყველაზე რეალური შანსი ვან პერსის ჰქონდა, რომელმაც ძელს გაარტყა. შეხვედრის ბოლოს, როცა სტუმრებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ გააზრებული მომენტების შექმნა, სწორედ მაშინ გაიტანა გადამწყვეტი გოლი დეილი ბლინდმა და თავის გუნდს 87-ე წუთზე ქულა გადაურჩინა – 2:2.

ვესტ ბრომვიჩი – მანჩესტერ იუნაიტედი 2:2 (1:0)

ვესტ ბრომვიჩი, “ჰაუტორნსი”

ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): მაიჰილი, ლესკოტი, დოუსონი, პოცონიოლი, უისდომი, მორისონი, გარდნერი, ბრანტი, დორანსი, სესენიონი (მულუმბუ 86), ბერაჰინო.
მწვრთნელი: ალან ირვინი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, როხო, ჯონსი, რაფაელი, შოუ, ბლინდი, ერერა (ფელაინი 46), მატა (ფალკაო 72), იანუზაი, დი მარია (იანგი 76), ვან პერსი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 სესენიონი (8), 1:1 ფელაინი (48), 2:1 ბერაჰინო (66), 2:2 ბლინდი (87).
გაფრთხილებები: მორისონი – ბლინდი, როხო
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 37%-63%, დარტყმა: 8(2)-22(7), ჯარიმა: 6-8, კუთხური: 0-11, თამაშგარე: 0-1, სეივი: 5-0

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 9. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”), ბერაჰინო (“ვესტ ბრომვიჩი”) – 6.

1.

ჩელსი

8

7

1

0

23:8

22

2.

მანჩესტერ სიტი

8

5

2

1

18:8

17

3.

საუთჰემპტონი

8

5

1

2

19:5

16

4.

ვესტ ჰემი

8

4

1

3

15:11

13

5.

ლივერპული

8

4

1

3

13:12

13

6.

მანჩესტერ იუნაიტედი

8

3

3

2

15:12

12

7.

არსენალი

8

2

5

1

13:11

11

8.

სუონსი

8

3

2

3

11:10

11

9.

ტოტენჰემი

8

3

2

3

10:11

11

10.

სტოკი

8

3

2

3

8:9

11

11.

ჰალი

8

2

4

2

13:13

10

12.

ასტონ ვილა

8

3

1

4

4:12

10

13.

ევერტონი

8

2

3

3

16:16

9

14.

ვესტ ბრომვიჩი

8

2

3

3

10:11

9

15.

ლესტერი

8

2

3

3

11:13

9

16.

კრისტალ პალასი

8

2

2

4

11:14

8

17.

სანდერლენდი

8

1

5

2

8:15

8

18.

ნიუკასლი

8

1

4

3

8:14

7

19.

ბარნლი

8

0

4

4

4:13

4

20.

ქპრ

8

1

1

6

6:18

4

0.11093