თამაშგარე

13:06 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვანესას “ალისფერი“ ფიქრები

მექსიკელი ტელეწამყვანი ვანესა არიასი, რომელსაც ოკეანის გაღმა ერთ-ერთ ტელევიზიაში ეროტიკული თემატიკის გადაცემა მიჰყავს, ფეხბურთის დიდი ქომაგი გახლავთ და რა თქმა უნდა მექსიკის საფეხბურთო ნაკრებსაც გულშემატკივრობს. თუმცა, მისი საყვარელი კლუბის გამოცნობა არც ისე ადვილი გახლავთ.

თუკი ვინმე იფიქრებთ, რომ მშვენიერ ვანესას რომელიმე მექსიკური ან სულაც ლათინოამერიკული კლუბი მოსწონს, ძალიან შეცდებით, რადგან ვანესა არიასის საყვარელი კლუბი არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლავთ.

ზოგს შეიძლება ისიც ეგონოს, რომ ვანესამ “ალისფერეშმაკური“ არჩევანი მისი თანამემამულის, ჩიჩარიტოს ქომაგობის გამო გააკეთა, თუმცა 31 წლის ტელეწამყვანი ირწმუნება, “მანკუნიანელებს“ ჯერ კიდევ იმ დროიდან ვგულშემატკივრობ, როცა ამ გუნდში ჩიჩარიტოის სახსენებელიც კი არ იყოო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128048