კალათბურთი

22:56 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე საუკეთესოა!

ესპანეთის რანგის მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტმა” “ბურგოსი” 71:68 დაამარცხა, ქართველ კალათბურთელს კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14 წუთში კი 14 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

2 მოგებით და 1 მარცხით ლა კორუნიელებს 15-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილი უკავიათ, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს სტუმრად “პენას უესკას” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131284