ისტორია

8:15 | 28.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

28 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1929. დაიბადა იოჟეფ ბოჟიკი. 1940-60-იან წლებში უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1958 წლის მუნდიალის მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 101 მატჩი (მადიართა რეკორდი), გაიტანა 11 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბუდაპეშტის “ჰონვედში”. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი. “ჰონვედის” შემადგენლობაში ჩატარა 447 მატჩი, გაიტანა 33 გოლი. 1952 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად.  

მნიშვნელოვანი ფაქტები 

1918. ბულგარეთის შავიზღვისპირა ქალაქ ვარნაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სპარტაკი”. თავდაპირველად მას “სოკოლი” ეწოდა, 1945 წლიდან კი “სპარტაკის” სახელით ასპარეზობს. 1932 წელს გუნდი ბულგარეთის ჩემპიონი გახდა.

1936. მოსკოვის “დინამოს” სტადიონზე საბჭოთა კავშირის თასის პირველი გათამაშების ფინალური შეხვედრა ჩატარდა. მეორე დივიზიონის წარმომადგენელი თბილისის “დინამო” მოსკოვის “ლოკომოტივს” შეხვდა. მატჩი მოსკოველებმა 2:0 მოიგეს.

1949. ჩოგბურთში დევისის თასის 38-ე გათამაშების ფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნულ გუნდს 4:1 სძლია. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1974. თბილისის “დინამომ” ესპანეთის საკურორტო ქალაქის ლას პალმასის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ფინალში “ლას პალმასთან” 1:2 წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა. “დინამო: გაგოშიძე, ძოძუაშვილი, ჭელიძე (კანთელაძე), ხურცილავა, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, გ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გ. ნოდია (რეხვიაშვილი), წერეთელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1977. ნიუ იორკის “კოსმოსი”, რომლის ღირსებასაც პელე და ფრანც ბეკენბაუერი იცავდნენ, მეორედ გახდა ჩრდილოამერიკული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონი.

1982. კოლუმბიში მიმდინარე კალათბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველობა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა (ისტორიაში მესამედ) მოიპოვა. ფინალში სსრკ-მ აშშ დაამარცხა, მოედანზე გადამწყვეტ მომენტში შესულმა თბილისის დინამოელმა ნიკოლოზ დერიუგინმა კი გუნდის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1986. კანადის ქალაქ ტორონტოში პროფესიონალ მოჭიდავეთა ორთაბრძოლას ყველაზე დიდი აუდიტორია (69 300) მაყურებელი დაესწრო. ბრძოლები “სკაი დოუმზე” ჩატარდა.

1988. “ევერტონის” ფეხბურთელმა ტონი კოტიმ ინგლისის პირველი დივიზიონის მატჩში “ნიუკასლ იუნაიტედს” გოლი ასპარეზობის 34-ე წამზე გაუტანა. შეხვედრა ლივერპულელებმა 4:0 მოიგეს, კოტიმ კი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

1990. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა პირველ ნომრად განთესილი შვედი შტეფან ედბერგი. იგი რუს ალეკსანდრ ვოლკოვთან დამარცხდა.

1994. სადღეისოდ მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა, გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა თავისი პირველი ტურნირი მოიგო.

2004. პეკინის ოლიმპიური თამაშების მამაკაც ფეხბურთელთა ტურნირის ფინალში არგენტინამ პარაგვაის 1:0 მოუგო. გოლი შეხვედრის 18-ე წუთზე კარლოს ტევესმა გაიტანა. არგენტინა: ლუქსი, აიალა, კოლოჩინი, ჰაინცე, მასკერანო, ლუის განსალესი, კილი გონსალესი, დ’ალესანდრო, როსალესი, დელგადო (როდრიგესი 76), ტევესი. გუნდს მარსელო ბიელსა წვრთნიდა. ფინალს 41 116 მაყურებელი დაესწრო, მატჩს კი ბერძენი არბიტრი კიროს ვასარასი სჯიდა.

2004. პეკინის ოლიმპიური თამაშების კალათბურთელ მამაკაცთა ტურნირის ფინალში არგენტინამ იტალიას 84:69 მოუგო და ჩემპიონი გახდა. არგენტინელთა ღირსებას რუბენ ვოლკოვისკი, კარლოს დელფინო, ანდრეს ნოჩიონი, ლეონარდო გუტიერესი, ლუის სკოლა, უგო სკონოჩინი, გაბრიელ ფერნანდესი, ვალტერ ერმანი, ფაბრისიო ობერტო, ალეხანდრო მონტეკია, ემანუელ ჯინობილი, ხუან იგნასიო სანჩესი იცავდნენ. მწვრთნელი რუბენ მანიანო. მესამე ადგილისთვის მატჩში აშშ-მ ლიტვას 106:94 სძლია. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ჯინობილი აღიარეს.

2005. სამსაჯო კარიერა დაასრულა თანამედროვეობის საუკეთესო საფეხბურთო არბიტრმა, იტალიელმა პიერლუიჯი კოლინამ.

2008. ჩოგბურთში ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ტურნირის ისტორიაში პირველად მსოფლიოს რეიტინგის პირველ საფეხურზე მდგომი მოთამაშე, აგრეთვე შეჯიბრებაში პირველ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი ასპარეზობას საწყის ეტაპიდან რომ გამოეთიშა. სერბი ანა ივანოვიჩი იმ მომენტისთვის 188-ე საფეხურზე მყოფ ჯული კოინთან 3:6, 6:4, 3;6 დამარცხდა.

2009. მონაკოში ჩატარებულ ევროპის სუპერთასზე “ბარსელონამ” დამატებით დროში დონეცკის “შახტარს” 1:0 მოუგო. გოლი პედრო როდრიგესმა გაიტანა. ცნობისთვის, პედრო როდრიგესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში 6 საკლუბო ტურნირში (პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის თასი და სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი) მოახერხა გოლის გატანა.

2011. სამხრეთ კორეაში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე გარბენი იამაიკელმა იოან ბლეიკმა მოიგო (9.92), მსოფლიოს რეკორდსმენი უსაინ ბოლტი კი ფალსტარტის გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს.

2013. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელში ამ ქვეყნის ნაკრებთან ტესტ-მატჩი 75:77 წააგო.

 

                      

ამ დღეს დაიბადნენ

 

1907. ფილიპ ედვარდსი. კანადელი მძლეოსანი. 1928, 1932 და 1936 წლების ოლიმპიურ თამაშებზე სხვადასხვა დისტანციაზე (800 მ, 1500 მ, 400 მ ესტაფეტა) რბენაში მოპოვებული აქვს ბრინჯაოს 5 მედალი.

1929. იოჟეფ ბოჟიკი. 1940-60-იან წლებში უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი. 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1958 წლის მუნდიალის მონაწილე. უნგრეთის ნაკრებში ჩაატარა 101 მატჩი (მადიართა რეკორდი), გაიტანა 11 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა ბუდაპეშტის “ჰონვედში”. უნგრეთის ხუთგზის ჩემპიონი. “ჰონვედის” შემადგენლობაში ჩატარა 447 მატჩი, გაიტანა 33 გოლი. 1952 წელს დაასახელეს უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1944. ალეკსანდრ პაშკოვი. საბჭოთა ჰოკეისტი (მეკარე). 1972 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1978 წელს გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1949. სვეტისლავ პეშიჩი. სერბი კალათბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას სარაევოს “ბოსნას” შემადგენლობაში მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი (1979). განსაკუთრებულ წარმატებას სადამრიგებლო საქმიანობისას მიაღწია. 2002 წელს იუგოსლავიის ნაკრები აშშ-ში (ინდიანაპოლისში) ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონი გახადა. 1993 წელს გერმანიას, 2001 წელს კი იუგოსლავიას ევროპის ჩემპიონატზე გაამარჯვებინა. 2003 წელს “ბარსელონას” ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა.

1953. დიტმარ იაკობსი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებისა და “ჰამბურგის” მცველი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გფრ-ის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. გერმანიის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. 1983 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი. ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1980). 1979 წლის 7 ნოემბერს თბილისში ჩემპიონთა თასის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში იასპარეზა. იმ დღეს “დინამო” “ჰამბურგთან” 2:3 დამარცხდა.

1954. ალეკსანდრ სკვორცოვი. ჰოკეიში 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. იყო მოსკოვის “კრილია სოვეტოვის” ფორვარდი.

1954. იოჟეფ ბარმოში. 1977-82 წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 1980 და მსოფლიოს 1982 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 52 მატჩი. ბრატისლავას “სლოვანის” შემადგენლობაში 1979 წელს გახდა ჩეხოსლოვაკიის ჩემპიონი.

1956. ბევერლი გოდარდ-კალენდერი. ბარბადოსელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1980 და 1984 წლების ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1958. სკოტ სკოველ ჰემილტონი. ამერიკელი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. მამაკაცთა შორის 1984 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1960. ხულიო რომერო-ინსფრანი (რომერიტო). 1970-90-იან წლებში პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი. 1979 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. პარაგვაის ნაკრებში ჩაატარ 54 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. პარაგვაის, აშშ-ის (ორჯერ0 და ბრაზილიის ჩემპიონი. 1985 წელს დაასახელეს სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად. 1984 წელს დაასახელეს ბრაზილიის საუკეთესო ლეგიონერად.

1966. რენე იგუიტა (ხოსე რენე უგუიტა საპატა). კოლუმბიის ნაკრების მეკარე. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე. კოლუმბიის ნაკრებში ჩაატარა 69 მატჩი, გაიტანა 3 გოლი, გაუშვა 54 ბურთი. კოლუმბიის “ატლეტიკო ნასიონალის” შემადგენლობაში 1989 წელს მოიპოვა ლიბერტადორესისა და საკონტინენტთაშორისო თასები. საკლუბო დონეზე ჩაატარა 235 მატჩი, გაიტანა 30 გოლი. 2001 წელს მონაწილეობა მიიღო დიეგო მარადონას ფეხბურთიდან გაცილების მატჩში.

1971. ჯანეტ ევანსი. ამერიკელი მოცურავე. 400 და 800 მეტრზე გაცურვაში 1988, 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო ოქროს ოთხი მედალი.

1990. ბოიან კრკიჩი. ესპანეთისა და კატალონიის ნაკრებების, “ბარსელონას”, “რომას” ფორვარდი. 2009 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და თასი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა ერთი, კატალონიის ეროვნულ გუნდში 2 (გაიტანა 2 გოლი) მატჩი. 

ამ დღეს გარდაიცვალა

2001. რამდენიმე დღით ადრე საფეხბურთო მატჩის მსვლელობისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად 24 წლის მოსკოვის ცსკასა და უკრაინის ნაკრების მეკარე სერგეი პერხუნი გარდაიცვალა. ტრაგიკული შემთხვევა ცსკასა და მახაჭყალის “ანჟის” მატჩის დროს მოხდა.

2005. ალეკსანდრ გომელსკი. საბჭოთა საკალათბურთო მწვრთნელი. სსრკ ნაკრებს 1988 წელს ოლიმპიადა მოაგებინა. საკავშირო გუნდს არაერთხელ გაამარჯვებინა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. საკლუბო დონეზე წვრთნიდა რიგის სკას და მოსკოვის ცსკას. ამ გუნდებთან ერტად მოგებული აქვს ჩემპიონთა თასი და მრავალგზის საკავშირო პირველობები.

 

0.105259