ფეხბურთი

16:55 | 2.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც ბრალი კილიან მბაპეს გატაცების დაგეგმვაში ედება

საფრანგეთში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, რომელსაც რამდენიმე ადამიანის გატაცების დაგეგმვაში ედება ბრალი. სავარაუდო სამიზნეებს შორის საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი კილიან მბაპეც იყო. ინფორმაციას ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა და მისი სავარაუდო თანამზრახველები რამდენიმე ბიზნესმენის, ცნობილი რეპერისა და მბაპეს გატაცებას გეგმავდნენ. საქმეში სულ 26 შესაძლო სამიზნე ფიგურირებს.

ეჭვმიტანილის კვალზე სამართალდამცველები ერთ-ერთი ბიზნესმენის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის გამოძიებისას გავიდნენ. შემთხვევა 2026 წლის აპრილში, პარიზის გარეუბან ნეი-სიურ-სენში მოხდა.

18 წლის ახალგაზრდა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და იზოლირებულ საკანშია მოთავსებული.

გამოძიება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შესახებ სასამართლო მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176941