ფეხბურთი

16:16 | 2.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალესიო რომანიოლი კარიერას კატარის ჩემპიონატში გააგრძელებს

31 წლის იტალიელი მცველი ალესიო რომანიოლი 'ლაციოდან" კარიერას კატარის ჩემპიონატში, კონკრეტულად კი „ალ სადის“ რიგებში გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას ყველა საკითხზე მიაღწიეს. დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხების მოგვარება, რომლის შემდგომ ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება. რომანიოლი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2030 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

ალესიო რომანიოლის კარიერის განმავლობაში "რომაში", "სამპდორიაში", "მილანსა' და "ლაციოში" უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156691