ფეხბურთი

1:40 | 2.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს

„პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ფრანგული მედიის ცნობით, ახალი კონტრაქტი მაგიდაზეა და პარიზელებს სურთ, რომ ქართველი დიდი ხნით შეინარჩუნონ.

კვარაცხელიას პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერჯერობით, უცნობია ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა, ფინანსური მხარე და დეტალები.

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 2025 წლიდან 84 თამაშში 28 გოლი გაიტანა და 19-ჯერ საგოლე პასიც გააკეთა. მან ფრანგულ კლუბში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი, თითოჯერ კი საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161196