ფიბას მორიგი სათამაშო დღის სიმბოლურ ხუთეულში ორი ქართველი კალათბურთელი მოხვდა - თორნიკე შენგელია და რატი ანდრონიკაშვილი.
ორივემ პორტუგალიასთან მოგებულ მატჩში (98:90) შესანიშნავად ითამაშა: შენგელია 26 ქულა, 6 მოხსნა და 3 მოხსნა დააგროვა და საერთოდაც, 40 წუთი გაატარა პარკეტზე. ანდრონიკაშვილმა კი გუნდს 20 ქულა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
დღის ხუთეულში ქართელების გარდა, პორტუგალიელი ნემიას კეტა (20 ქულა, 11 მოხსნა, 4 დაფარება), ბერძენი კონსტანტინოს მიტოღლუ (29 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი) და უკრაინელი სვი მიხაილიუკი (23 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი) მოხვდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ფანჯარაში ორივე მატჩი მოიგო, ჯერ მონტენეგრო და შემდეგ პორტუგალია დაამარცხა.







