ფეხბურთი

1:12 | 1.09.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი ლიგა 2-ში

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეოთხე ტურში „სენტ ეტიენმა“ სტუმრად „დიჟონი“ 3:2 დაამარცხა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ამ სეზონში პირველად, ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 93-ე წუთზე შეცვალეს. ქართველი საგოლე პასით გამოირჩა. „სენტ ეტიენი“ ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ეს გოლი აგუსტინ ბოაკის აქტივშია, რომელმაც თავი დავითაშვილის პასით გამოიჩინა. ზურიკოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ მატჩში ერთი გოლი და ერთი ასისტი აქვს აქტივში. მან ამ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო. სატრანსფერო ფანჯარა მალე იხურება, სავარაუდოდ, დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ დარჩება, რადგან კლუბს შეთავაზება არ მიუღია.

„სენტ ეტიენი“ ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 5 სექტემბერს, „მონპელიეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156341