ფეხბურთი

22:22 | 31.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილი MLS-ში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი კარიერას რუმინული „კრაიოვადან“ ამერიკულ „ჩიკაგოში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის ყველა დეტალი გარკვეულია. კლუბები შეთანხმდნენ, რომ ტრანსფერის ფასი 3 მილიონი ევრო იქნება, შეთანხმებას მიაღწიეს ამერიკელებმა და ფეხბურთელმაც, რომელიც გაცილებით მაღალ ხელფასს მიიღებს, ვიდრე რუმინეთში იღებდა. როგორც რუმინული მედია წერს, თვეში 80 000 დოლარს.

მექვაბიშვილი ახლა ვიზის აღებას ელოდება, რის შემდგომაც ჩიკაგოში ჩავა და კონტრაქტს გააფორმებს. ის ლეგენდარული პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელი იქნება. ასე რომ, MLS-ში ორი ქართველი ითამაშებს: საბა ლობჟანიძე უკვე წლებია ამერიკაშია და ამჟამად „სოლტ ლეიკის“ ღირსებას იცავს. თავის დროზე ამერიკაში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია თამაშობდნენ.

ანზორ მექვაბიშვილმა „კრაიოვაში“ 2023 წლიდან 119 თამაშში 7 გოლი გაიტანა. მან რუმინეთში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, საქართველოს ნაკრებში კი 33 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული. „ჩიკაგო ფაირი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16297