სხვა

17:07 | 31.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალი: "სონგი მერაბისთვის დიდი პრობლემა იქნება, ამ ჩხუბის ხილვა მსურს"

UFC-ის სუპერ მსუბუქი დივიზიონის მებრძოლმა შონ ო'მალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. მისი თქმით, სონგ იადონგი ქართველ მებრძოლს დიდ პრობლემებს შეუქმნის და ამ ჩხუბის ხილვა სურს.

"სონგი ძალიან კარგი მებრძოლია, მან ჯერ ჩემთან წააგო იანვარში, შემდეგ ფიგერედო დაამარცხა მახრჩობელა ილეთით და ახლა, თიშავს რეიტინგის მეორე ნომერ უმარ ნურმაგომედოვს. ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მერაბთან არ ვიყავი შეხვედრილი, რომ ის დვალიშვილისთვის რთული ოპონენტი იქნებოდა. მგონია, რომ სონგი მერაბს დიდი პრობლემებს შეუქმნის. ამ ჩხუბს დიდი სიამოვნებით ვნახავდი", -განაცხადა შონ ო'მალიმ.

ცნობისთვის, სონგ იადონგმა შაბათს უმარ ნურმაგომედოვი მეორე რაუნდში გათიშა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165791