ჩოგბურთი

11:07 | 31.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია US Open-ზე: ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველივე წრეში დამარცხდა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open-ის პირველივე წრეში მოულოდნელი მარცხი განიცადა. 24-გზის დიდი სლემის ჩემპიონი არგენტინელ მარიანო ნავონესთან (ATP49) ხუთსეტიან, დრამატულ ბრძოლაში 6:7, 7:5, 6:4, 2:6, 1:6 დამარცხდა. შეხვედრა 4 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩი პირველ სეტში ტაიბრეიკში დამარცხდა, თუმცა სერბმა მეორე და მესამე სეტები დამაჯერებლად მოიგო და 2:1 დაწინაურდა.

ამის შემდეგ კი შეხვედრის სურათი რადიკალურად შეიცვალა. ჯოკოვიჩს სერიოზული ფიზიკური პრობლემები შეექმნა, მატჩის განმავლობაში მას რამდენჯერმე ჰქონდა ღებინება და მხრის ტკივილი აწუხებდა, რის გამოც გადაადგილება და ჩაწოდების შესრულებაც გაუჭირდა. ნავონემ კი, მეტოქის მდგომარეობა მაქსიმალურად გამოიყენა და მეოთხე-მეხუთე სეტებში მარტივად გაიმარჯვა, რითაც კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირის პირველივე ეტაპს ბოლოს 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.187767