ფეხბურთი

22:14 | 30.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაგუას და ლევან ნონიკაშვილის გოლები სლოვაკეთის ჩემპიონატში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „დუნაისკა სტრედამ“ გასვლაზე „სკალიცა“ 6:1 დაამარცხა და ორივე გუნდში ქართველებმა გოლები გაიტანეს.

სტუმართა შორის გიორგი გაგუამ, რომელმაც 33-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით დაამწუხრა მეტოქე და ანგარიში 3:0 გახადა. მასპინძელთა რიგებში თავი ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 52-ე წუთზე შეამცირა სხვაობა - 1:3.

გაგუას მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა (პლუს გოლი და პასი კონფერენს ლიგაზე), ხოლო ნონიკაშვილის აქტივში ექვს თამაშში 3 გოლია.

„დუნაისკა სტრედა“ 13 ქულით პირველ ადგილზეა, „სკალიცა“ კი 7 ქულით სატურნირო ცხრილის შუაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.155725