UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე საქმეში ბრუნდება და მომდევნო ორთაბრძოლას 19 სექტემბერს ბრაზილიელი ჟოანდერსონ ბრიტოს წინააღმდეგ ჩაატარებს.
აღნიშნული დაპირისპირება UFC331-ზე გაიმართება, რომლის მთავარი ბრძოლა ჯოშუა ვანსა და ალეშანდრე პანტოჟას შორის იქნება, ხოლო თანამთავარი დაპირისპირება არმან ცარუკიანისა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირება იქნება.
გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქე UFC-ში 2022 წლიდან გამოდის, ამ დროის განმავლობაში ბრიტომ ორგანიზაციაში 10 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 7-ჯერ იმარჯვა, ხოლო 3-ჯერ დამარცხდა.
ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და სამწუხაროდ კევინ ვალეხოსთან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. არგენტინელ მებრძოლთან დაპირისპირებამდე გიგა მე-15 ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ახლა ის რეიტინგის გარეშეა, ისევე როგორც მისი მომდევნო მოწინააღმდეგე.







