ფეხბურთი

13:52 | 27.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ გულშემატკივრების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ფორმა წარადგინა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2026/2027 წლების სეზონისთვის მესამე ფორმა წარადგინა.

„პროფესიული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, გულშემატკივრებს მიეცათ შესაძლებლობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეექმნათ ფორმა და გამარჯვებულ დიზაინს ამ სეზონში გამოიყენბენ.

2026/2027 წლების მესამე ფორმა შეიქმნა Puma AI Creator-ის გამოყენებით, სპეციალიზებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის მეშვეობით, რომელიც წერილობით მინიშნებებს წამებში გარდაქმნის ფორმის დიზაინად.

2024 წლის დეკემბერში გამოშვებულმა AI Creator-მა გულშემატკივრებს რეალური შესაძლებლობა მისცა, გავლენა მოეხდინათ შემოქმედებით პროცესზე მინიშნებებისა და ინტუიციური რედაქტირების ხელსაწყოების საშუალებით, დიზაინის გამოცდილების გარეშე. 200-ზე მეტი ქვეყნის მაცხოვრებლებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა მესამე ფორმის შესახებ, რამაც 180 000-ზე მეტი უნიკალური მაისური შექმნა. პლატფორმაზე 1.7 მილიონი შეფასების შემდეგ, ყველაზე პოპულარული ფორმები ფინალურ ათეულში შევიდნენ, რომლებსაც გულშემატკივრები 2025 წლის იანვარში უჭერდნენ მხარს.

მსოფლიო მასშტაბით გულშემატკივრების ხმის მიცემის შემდეგ, გამარჯვებული გამოცხადდა: თეთრი მაისურა, გაყოფილი ცენტრალური ორფეროვანი ზოლით (ნახევარი ცისფერი, ნახევარი მუქი ლურჯი), რომელიც მაისურის სიგრძეზე გადის დახვეწილი გრადიენტის ეფექტით, რომელიც განათების მიხედვით იცვლება.

ეს არის მესამე ფორმა, „მაგრამ ეს პირველია ამ ტიპის – შექმნილი ჩვენგან ერთ-ერთის მიერ და არჩეული ყველა ჩვენგანის მეშვეობით“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169328