ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ფედერიკო გატი სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონესთან“ ვერ ითამაშებს. მიზეზი ტრავმაა, მაგრამ ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, თუ როგორ მიიღო მან დაზიანება.
„იუვენტუსმა“ პრესეზონი ტრადიციულად თავის მეორე გუნდთან ამხანაგური თამაშით დაასრულა. ეს ტრადიცია „იუვეში“ ნახევარ საუკუნეზეა მეტია არსებობს და ყოველ ზაფხულს ასეა. მატჩის ბოლომდე არც სრულდება, ფანები მოედანზე შედიან და ფეხბურთელებთან კონტაქტი აქვთ.
ახლაც იგივე მოხდა, მაგრამ ყველაფერი გატის ტრავმით დასრულდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და იტალიელ მცველს ვარდნა უკნიდან გაუკეთა. გატიმ მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის პირველ შეხვედრას გამოტოვებს...
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ინციდენტის გამო, „იუვენტუსმა“ შესაძლოა, გაისად ტრადიცია შეცვალოს და მეორე გუნდთან საჩვენებელ თამაშში ფანებს მოედანზე შესვლის უფლება აღარ მისცეს.





